კორდოპულოვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კორდოპულოვის სახლი
კორდოპულოვის სახლი ზამთარში

კორდოპულოვის სახლიბულგარეთის ეროვნული აღორძინების დროის სახლი, რომელიც მდებარეობს ბულგარეთის ქალაქ მელნიკში. აშენდა 1754 წელს ღვინის წარმოებისთვის. სახლი იყიდა ცნობილმა და ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ბერძენმა - მანოლის კორდოპულოსმა. სახლი, რომელიც აშენების დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და განსაკუთრებული ნაგებობა იყო, მდებარეობს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში. სახლის სარდაფში განთავსებულია ღვინის მარანი, ზედა სართული ეკონომიკური მოთხოვნილებებისთვის და კიდევ ერთი სართული საცხოვრებლად.

ქვედა სართულები, რომელსაც 12 ფანჯარა აქვს ბულგარულ სტილზეა მოწყობილი, ხოლო მაღალი სართულები ვენეციური და ოსმალური არქიტექტურის სტილშია, ამასთან ვენეციური შუშითაა გაკეთებული, რაც უფრო უნიკალურს ხდის ბულგარეთში.

მელნიკის ღვინისთვის დამახასიათებელი სარდაფები მოწყობილია მიწის ქვეშ სპეციალურად ფორმირებული ქვის გვირაბის სახით. სარდაფში შესაძლოა 300 ტონა ღვინის დამზადება, ყველაზე დიდ კასრში კი 12.5 ტონაც კი ეტევა. დერეფნები შედარებით ვიწროა და ზოგ ადგილებში დაბალი, სარდაფში განლაგებულია ასევე სავენტილაციო სისტემა და სპეციალური არხები.

ბულგარელი რევოლუციონერი იანე სანდანსკი ამ სახლს თავშესაფრად იყენებდა პირველ მსოფლიო ომამდე. კორდოპულოვის გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი 1916 წელს მოკლეს, ხოლო სახლი გადაეცა აგნესას, რომელიც იყო ან მსახური ამ ოჯახის, ან კორდოპულოვის და. აგნესა დაქორწინდა გიორგი ცინცარაზე. მიუხედავად იმისა, რომ მათ შვილები არ ჰყოლიათ, იშვილეს თავიანთი ძმისწული გავრაილი. სწორედ გავრაილია ამჟამინდელი სახლის მფლობელის ნიკოლა პასპალევის მამა. კორდოპულოვის სახლს რესტავრაცია ჩაუტარეს 1974-1980 წლებში და დღეს ის პირადი მუზეუმია, რომელსაც ყოველწლიურად 30 000 ტურისტი სტუმრობს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]