კორდილიერა-დე-ლოს-ალტოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კორდილიერა-დე-ლოს-ალტოსზე გამავალი გზა

კორდილიერა-დე-ლოს-ალტოსი (ესპ. Cordillera de los Altos) — მთის სისტემა პარაგვაიში, კორდილიერის, სენტრალისა და პარაგუარის დეპარტამენტებს შორის. მიეკუთვნება ბრაზილიის მთიანეთს. გადაჭიმულია მდინარე პარაგვაიდან იბიკუის მთისწინეთამდე. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 500 მეტრია. მის მაღლობებს შორისაა ემბოსკადა, კააკუპე, ლეონი, მბატოვი და ა. შ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]