კორდილერის ადმინისტრაციული რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კორდილერის ადმინისტრაციული რეგიონი
Batad rice terraces.jpg
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი ბაგიო
შიდა დაყოფა აბრა (პროვინცია), აპაიაო, ბენგეტი, იფუგაო, კალინგა (პროვინცია), Mountain Province და ბაგიო
კოორდინატები 17°10′00″ ჩ. გ. 121°10′00″ ა. გ. / 17.16667° ჩ. გ. 121.16667° ა. გ. / 17.16667; 121.16667
დაარსდა 1987[1]
ფართობი 19422.03 კმ²
მოსახლეობა 1 722 006 (1 აგვისტო 2015)[2]
ISO 3166 კოდი PH-15[3]
Cordillera Administrative Region in Philippines.svg

კორდილერის ადმინისტრაციული რეგიონი, აგრეთვე ცნობილი როგორც კორდილერის რეგიონი (ილოკანურ ენაზე: Rehion/Deppaar Administratibo ti Kordiliera, ტაგალურ ენაზე: Rehiyong Pampangasiwaan ng Cordillera) — ფილიპინების ადმინისტრაციული რეგიონი. მდებარეობს ლუსონის კუნძულზე. იგი ქვეყნის ერთადერთი ჩაკეტილი რეგიონია, რომელსაც დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან ილოკოს რეგიონი ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან კი — კაგიანის ველის რეგიონი. კორდილერის ადმინისტრაციული რეგიონი ფილიპინების 17 რეგიონს შორის უმცირესია მოსახლეობის რაოდენობით. მისი მოსახლეობა ქალაქ მანილის მოსახლეობაზე ნაკლებია.

რეგიონი შედგება ექვსი ჩაკეტილი პროვინციისგან: აბრა, აპაიაო, ბენგეტი, იფუგაო, კალინგა და მთიანი პროვინცია. რეგიონული ცენტრი მაღალურბანიზირებული ქალაქი ბაგიოა.

ხმელეთით ჩაკეტილი რეგიონი ოფიციალურად 1987 წლის 15 ივლისს შეიქმნა.[4] ის ფარავს ლუსონის ცენტრალური კორდილერის მთიანეთის უმეტეს ნაწილს და არაერთი ეთნიკური ჯგუფის საბინადროს წარმოადგენს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-ის არმიის ძველი რუკა, სადაც ნაჩვენებია მთიანი პროვინცია, რომელიც დღევანდელი ბენგეტის, იფუგაოს, კალინგასა და აპაიაოს ტერიტორიას ფარავს

კოლონიური ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანელთა მიერ ფილიპინების ოკუპირების დროს, ქრისტიანობის გავრცელება და ადგილობრივთა დამორჩილებას მთიან რეგიონში რთული აღმოჩნდა. მთიანი რეგიონის სტრატეგიულ ადგილებზე ესპანეთის კოლონიურმა მთავრობამ არაერთი საკომენდანტო შექმნა.[5] მათ შორის იყო: ამბურაიანის, კაბუგაონის, კაიაპის, ქუიანგანის, იტავესის, აპაიაოსის, ლეპანტოს, ბენგეტის, ბონტოკის, ბანაუესა და ტიაგანის საკომენდანტოებიც.[6][7][8]

1908 წლის 18 აგვისტოს, ამერიკული რეჟიმის დროს, ფილიპინების კომისიის მიერ მიღებული 1876-ე აქტის თანახმად მთიანი პროვინცია დაარსდა. იფუგაო, რომელიც ნუევა-ვისკაიას პროვინციის ნაწილი[9] და ყოფილი ესპანური საკომენდანტოების: ამბურაიანის, აპაიაოს, ბენგეტის, ბონტოკის, კალინგასა და ლეპანტოს ტერიტორიებს მოიცავდა, გაუქმდა და ახლადშექმნილ პროვინციას შეუერთდა, როგორც ქვეპროვინციები.[10][11] შემდგომში ამბურაიანი გაუქმდა (1920) და მისი ტერიტორიები სამხრეთ ილოკოსისა და ლა-უნიონის პროვინციებს შეუერთდა. ლეპანტოს ზომა შემცირდა და მისი ქალაქები ბონტოკისა და ბენგეტის ქვეპროვინციებსა და სამხრეთ ილოკოსის პროვინციას შუერთდა.[5][12][13]

ფილიპინების დამოუკიდებლობის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1966 წლის 18 ივნისს, 4695-ე რესპუბლიკური აქტის თანახმად, მთიანი პროვინცია გაუქმდა და ოთხი განცალკევებული და დამოუკიდებელი პროვინცია: ბენგეტი, იფუგაო, კალინგა-აპაიაო და მთიანი პროვინცია შეიქმნა.[14][15] იფუგაო და კალინგა-აპაიაო შემდეგსი კაგაიანის ველის რეგიონის იურისდიქციის ქვეშ შევიდა,[16] ხოლო ბენგეტი და მთიანი პროვინცია ილოკოსის რეგიონის შემადგენლობაში აღმოჩნდა.

კორდილერის ისტორია სამხედრო მდგომარეობის დროს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორდილერის ადმინისტრაციული რეგიონის პოლიტიკური რუკა

1972 წელს ფერდინანად მარკოსის მიერ შემოღებული სამხედრო მდგომარეობის დროს რეგიონი მილიტარიზაციის ცენტრი გახდა, მთავრობის ადგილობრივი მიზნებიდან გამომდინარე, რადგანაც მთავრობა მთიანი პროვინციისა და კალინგის ტერიტორიაზე კაშხლის აგებას აპირებდა.[17][18][19] წინააღმდეგობის შედეგად პროექტის გაუქმების შემდეგ ფერდინანდ მარკოსმა 1975 წლის დეკემბერში 848-ე საპრეზიდენტო დეკრეტი გამოსცა, რის მიხედვითაც ლუბუაგანის, ტინგლაიანის, ტანუდანისა და პასილის მუნიციპალიტეტები კალინგის სპეციალური განვითარების რეგიონში შეიტანეს,[20] რათა კაშხლის აშენების მოწინააღმდეგეთა ოპოზიცია განეეიტრალებინათ.[19]

1980 წლის 24 აპრილს მარკოსის მიერ კონტროლირებადმა სამხედრო ძალებმა მაკლი-ინგ დულაგი, კალინგის ბუტბუტის ტომის ლიდერი მოკლეს.[21] მკვლელობის შემდეგ ფილიპინების პრესაში ღიად დაიწყეს მარკოსისა და სამხედროების წინააღმდეგ აზრის გამოხატვა და იგოროტების იდენტობის ხაზგასმა, რასაც საბოლოოდ კორდილერის ავტონომიაც მოჰყვა.[22]

რეგიონის შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1987 წლის 15 ივლისს პრეზიდენტმა კორასონ აკინომ 220-ე აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც კორდილერის ადმინისტრაციული რეგიონი შეიქმნა. აბრას, ბენგეტისა და მთიანი პროვინცია (ილოკოსის რეგიონიდან), იფუგაო და კალინგა-აპაიაო (კაგაიანის ველიდან) გაუქმდა და ახლადშექმნილ რეგიონს შეუერთდა. იმ დროისთვის იგოროტის მოსახლეობის უმრავლესობის ყოლი გამო ნუევა-ვისკაია რეგიონის შემადგენლობაში არ შეუტანიათ.[4][23]

თანამედროვე ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წლის 14 თებერვალს კალინგა-აპაიაო, რეგიონის ხუთი პროვინციიდან ერთ-ერთი ორ ნაწილად გაიყო და 7878-ე რესპუბლიკური აქტის მიხედვით დამოუკიდებელი პროვინციები: აპაიაო და კალინგა შეიქმნა.[24][25]

კორდილერის რეგიონის ავტონომიის მოთხოვნის რამდენიმე მცდელობა ორი პლებისციტის ჩავარდნით დასრულდა.[26][27] დადებითი მხარდაჭერა რეგიონული ავტონომიის მოპოვებისთვის აუცილებელი წინაპირობაა და 1987 წლის ფილიპინების კონსტიტუციითაა განპირობებული, როგორც ეს სამხრეტ ფილიპინებში მუსლიმურ მინდანაოში ბანგსამოროს ავტონომიური რეგიონის შემთხვევაში იყო. 6766-ე რესპუბლიკური აქტი 1989 წლის 23 ოქტომბერს შევიდა ძალაში,[28] თუმცა 1990 წლის 30 იანვარს პლებისციტში მოსახლეობის უმრავლესობამ ავტონომიას მხარი არ დაუჭირა.[26][27] 8438-ე რესპუბლიკური აქტი 1997 წლის 22 დეკემბერს შევიდა ძალაში[29] და მომდევნო წლის 7 მარტს ჩატარებულ პლებისციტზეც მოსახლეობამ კორდილერის რეგიონის ავტონომიას მხარი არ დაუჭირა.[26][27]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორდილერის ადმინისტრაციული რეგიონი ფილიპინების ერთადერთი ჩაკეტილი რეგიონია, რომელსაც ჩრდილო-აღმოსავლეთითა და აღმოსავლეთით კაგაიანის ველი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთითა და დასავლეთით იკოლოს რეგიონი ესაზღვრება.

რეგიონი უმეტესწილად მთიანია, მდებარეობს ცენტრალური კორდილერის მთიანეთში, სადაც ლუსონის უმაღლესი მთა, პულაგის მთა მდებარეობს.[30]

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ ბაგიოს ხედი, 2012 წლის ნოემბერში

კორდილერის ადმინისტრაციული რეგიონი იყოფა 6 პროვინციად. რეგიონში მდებარეობს ორი ქალაქი: მაღალურბანიზირებული ქალაქი ბაგიო და შემადგენელი ქალაქი ტაბუკი. რეგიონი მოიცავს 1 176 ბარანგაის. გეოგრაფიულად ნუევა-ვისკაიის დასავლეთი ნაწილი მთავარი კორდილერის შემადგენელია, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილი კარაბალოსის, კორდილერისა და სიერა-მადრეს გადაკვეთის წერტილის შემადგენლობაშია. არსებობს მოძრაობები, რომლებიც ნუევა-ვისკაიასა და კორდილერის გაერთიანებას ისახავენ მიზნად, თუმცა ამასთან დაკავშირებით კონგრესში კანონები აქამდე არ მიუღიათ.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორდილერის ადმინისტრაციული რეგიონი მრავალი ეთნიკური ჯგუფის საბინადრო გარემოს წარმოადგენს. მათ ძირითადად იგოროტის ხალხად მოიხსენიებენ. რეგიონს ხშირად „ფილიპინების ყველაზე მრავალფეროვან ეთნო-ლინგვისტურ“ რეგიონად მოიხსენიებენ, სადაც მთავარი ენების მრავალი „ქვედიალექტი“ არსებობს. ამგვარ განსხვავებას რეგიონის მთიან ტოპოლოგიას მიაწერენ. აღსანიშნავია, რომ ეთნო-ლინგვისტურ სხვაობას დიდი გავლენა არ მოუხდენია „კულტურულ განვითარებაზე“ და რეგიონის ეთნოსთან უმრავლესობა „მსგავსი კულტურული იდენტობის“ მატარებელია.

ფილიპინების რეგიონების უმრავლესობის მსგავსად, კორდილერის ადმინისტრაციული რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობას რომაული კათოლიციზმის მიმდევრები შეადგენენ (დაახლოებით 50-70%), ხოლო დიდ უმრავლესობას ანგლიკანები და ევანგელისტები (20-40%) წარმოადგენენ. ტრადიციული ანიმისტური რელიგიები ადგილობრივ ტომებს შორის მნიშვნელოვან როლს ინარჩუნებენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.lawphil.net/executive/execord/eo1987/eo_220_1987.html
  2. https://www.psa.gov.ph/content/highlights-philippine-population-2015-census-population
  3. MusicBrainzMetaBrainz Foundation, 2000.
  4. 4.0 4.1 Regional Profile: Cordillera Administrative Region (CAR). დაარქივებულია ორიგინალიდან — October 22, 2014. ციტირების თარიღი: September 18, 2014.
  5. 5.0 5.1 Mt. Province. VisitMyPhilippines.com The Ultimate Travel Guide for Tourists. Department of Tourism. ციტირების თარიღი: December 23, 2013.
  6. Keesing, Felix Maxwell; Keesing, Marie Margaret; Keesing, Marie Martin; Institute of Pacific Relations (contributor); International Research Committee (contributor) (1934) Taming Philippine Headhunters: A Study of Government and of Cultural Change in Northern Luzon. Stanford University Press, გვ. 67–69. ISBN 9780804721103. ციტირების თარიღი: January 2, 2015. 
  7. Benguet History. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 19, 2014. ციტატა: „Benguet was once part of Mountain Province.“ ციტირების თარიღი: October 22, 2014.
  8. Historical Background. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 4, 2015. ციტირების თარიღი: January 3, 2015.
  9. National Historical Institute (Philippines) [contributor] (1978) Kasaysayan, Volume 3, Issues 1–4 (Digitized by Google on September 26, 2009), National Historical Institute, გვ. 16. ციტირების თარიღი: January 2, 2015. „(Original file from the University of Michigan)“ 
  10. Ingles, Raul Rafael (2008) 1908 :The Way it Really was : Historical Journal for the UP Centennial, 1908–2008. Diliman, Quezon City: University of the Philippines Press, გვ. 330, 339. ISBN 9715425801. ციტირების თარიღი: January 2, 2015. 
  11. Worcester, Dean C.; Philippine Commission (1908) Seventh Annual Report of the Secretary of the Interior to the Philippine Commission for the Fiscal Year Ended June 30, 1908 (Digitized by Google on November 23, 2005 (Original file from the University of Michigan)), Manila: U.S. Government Printing Office, გვ. 17–19. ციტირების თარიღი: January 2, 2015. „(Google Books link 
  12. Philippines. Census Office; Buencamino, Felipe; Villamor, Ignacio (1920) Census of the Philippine Islands Taken Under the Direction of the Philippine Legislature in the Year 1918, Volume 1. Bureau of printing, გვ. 68. 
  13. Cordillera Administrative Region History (August 14, 2009). ციტირების თარიღი: October 22, 2014.
  14. Republic Act No. 4695: An Act Creating the Provinces of Benguet, Mountain Province, Ifugao and Kalinga-Apayao. ციტირების თარიღი: September 18, 2014.
  15. Facts & Figures: Ifugao Province. Department of the Interior and Local Government – Cordillera Administrative Region. ციტირების თარიღი: January 2, 2015.
  16. Historical Background (April 15, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — January 4, 2015. ციტირების თარიღი: January 3, 2015.
  17. DULAG, Macli-ing – Bantayog ng mga Bayani en-US. Bantayog Memorial Center (October 15, 2015). ციტირების თარიღი: September 23, 2017
  18. Doyo, Ma. Ceres P. (2015). Macli-ing Dulag: Kalinga Chief, Defender of the Cordillera. Diliman, Quezon City: University of the Philippines Press. ISBN 978-971-542-772-2. 
  19. 19.0 19.1 Cariño, Joanna K. (April 22–27, 1980). „The Chico River Basin Development Project: A Case Study of National Development Policy“. Manila. დაარქივებულია ორიგინალიდან აპრილი 14, 2018-ში. https://web.archive.org/web/20180414233857/http://116.50.242.171/PSSC/index.php/agt01/article/download/1601/1536.
  20. Marcos, Ferdinand E.. (December 12, 1975) Presidential Decree No 848 ONSTITUTING CERTAIN MUNICIPALITIES WITHIN THE PROVINCE OF KALINGA-APAYAO INTO A SPECIAL DEVELOPMENT REGION TO BE KNOWN AS KALINGA SPECIAL DEVELOPMENT REGION en. ციტირების თარიღი: April 14, 2018
  21. Catajan, Maria Elena (April 22, 2017). „Chico hydro project opposed“. SunStar (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 22, 2017. ციტირების თარიღი: April 14, 2018.
  22. (1985) The Philippine Press Under Siege II. 
  23. The Cordillera Administrative Region (CAR). ციტირების თარიღი: September 18, 2014.
  24. R.A. No. 7878: An Act Converting the Sub-Provinces of Kalinga and Apayao into Regular Provinces to be Known as the Province of Kalinga and the Province of Apayao, Amending for the Purpose Republic Act No. 4695 (February 14, 1995). ციტირების თარიღი: January 4, 2015.
  25. Facts & Figures: Apayao Province (April 19, 2012). ციტირების თარიღი: January 4, 2015.
  26. 26.0 26.1 26.2 Ferrer, Miriam Coronel (September 4, 2010). „Cordillera autonomy – Miriam Coronel Ferrer“. ABS-CBN News. ციტირების თარიღი: January 4, 2015.
  27. 27.0 27.1 27.2 Cordillera Autonomy. Dona Dee Lacdao. ციტირების თარიღი: January 4, 2015.
  28. R.A. No. 6766: An Act Providing for an Organic Act for the Cordillera Autonomous Region. Congress of the Philippines. ციტირების თარიღი: January 4, 2015.
  29. R.A. No. 8438: An Act to Establish the Cordillera Autonomous Region. Congress of the Philippines. ციტირების თარიღი: January 4, 2015.
  30. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 2020-11-11.