კორდილერა-დარვინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კორდილერა-დარვინი
სტოპანის მყინვარი კორდილერა-დარვინის მთებში
სტოპანის მყინვარი კორდილერა-დარვინის მთებში
კოორდინატები: 54°45′ ს. გ. 69°29′ დ. გ. / 54.750° ს. გ. 69.483° დ. გ. / -54.750; -69.483
ქვეყანა ჩილეს დროშა ჩილე
უმაღლესი წერტილი დარვინის მთა
სიმაღლე 2488 
კორდილერა-დარვინი — ჩილე
კორდილერა-დარვინი

კორდილერა-დარვინი — მასიური ყინულის მინდვრებით დაფარული ქედი.[1] მდებარეობს კუნძულ ცეცხლოვანი მიწის უკიდურეს სამხრეთში. მთლიანად მოქცეულია ჩილეს ტერიტორიაზე. იგი ანდების ნაწილია და შეიცავს ცეცხლოვანი მიწის უმაღლეს მწვერვალს, რომლის სიმაღლეც 2000 მეტრს აღმატება. კორდილერა-დარვინის ყინულოვანი საფარი 2300 კმ²-ზე მეტია.[2] ქედი გადაჭიმულია დასავლეთიდან სარმიენტოს მთიდან, აღმოსავლეთით მდინარე იენდეგიამდე. შემოსაზღვრულია ალმირანტასგოს ყურით ჩრდილოეთიდან და ბიგლის არხით სამხრეთიდან. ქედს სახელი ჩარლზ დარვინის პატივსაცემად ეწოდა და ალბერტო-დე-აგოსტინის ეროვნული პარკის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. ქედი შეიცავს რამდენიმე ცნობილ მყინვარს, მათ შორის მარინელის მყინვარს, რომელიც ამ ეტაპზე უკანდახევას განიცდის.[3]

უმაღლესი მწვერვალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. La Cordillera Darwin, 2006
  2. USGS, 1999
  3. C. Michael Hogan, 2008