შინაარსზე გადასვლა

კორდელიერთა მოედანი ლიონში

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კორდელიერთა მოედანი ლიონში

ძმები ლუმიერების სინემატოგრაფის რეკლამა
რეჟისორი ლუი ლუმიერი
პროდიუსერი ლუი ლუმიერი
ოპერატორი ლუი ლუმიერი
გამოსვლის თარიღი 1895
ხანგრძლივობა 44 წამი
ქვეყანა საფრანგეთი
ენა მუნჯი
„კორდელიერთა მოედანი ლიონში“ (1895)

„კორდელიერთა მოედანი ლიონში“ (ასევე ცნობილი როგორც „Place des Cordeliers à Lyon“) — 1895 წლის ფრანგული, მოკლემეტრაჟიანი, შავ-თეთრი, მუნჯი, დოკუმენტური ფილმი. რეჟისორი და პროდიუსერი იყო ლუი ლუმიერი.

ფილმი ლუმიერების სინემატოგრაფის პირველი სარეკლამო პრეზენტაციის ნაწილს წარმოადგენდა (1895 წლის 28 დეკემბერი, სალონი ინდიენი, გრან-კაფე, კაპუცინების ქუჩის N14, პარიზი).[1]

ეს მოკლე დოკუმენტური ფილმი ლიონში, რონის დეპარტამენტში, საფრანგეთში გადაიღეს. გადაიღეს სინემატოგრაფით, კამერით, რომელიც ფილმის პროექტორად და დამამუშავებლადაც გამოიყენებოდა. ყველა სხვა ადრეული ლუმიერის ფილმის მსგავსად, ჩანაწერი 35 მმ ფორმატში, 1.33:1-ის სიგრძე-სიგანის თანაფარდობით გაკეთდა.[2]

ფილმს არ გააჩნია რაიმე სახის ისტორია. ვხედავთ კორდელიერთა მოედანს ლიონში, კამერა იღებს ქუჩაზე გამვლელ მანქანებს, ხალხსა და ეტლებს.

დღევანდელი მდგომარეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ფილმის ჩანაწერი შევიდა 1996 წლის „ძმებ ლუმიერების პირველი ფილმების“ კოლექციაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Salon Indien, Grand Café, Paris. Who's Who of Victorian Cinema. ციტირების თარიღი: 2007-04-08.
  2. Technical Specifications. Internet Movie Database. ციტირების თარიღი: 2007-04-08.