კორაისის სახელობის ხიოსის საჯარო ბიბლიოთეკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კორაისის სახელობის ხიოსის საჯარო ბიბლიოთეკა
Βιβιοθήκη Χίου "Κοραής"
ქვეყანა საბერძნეთი
დაარსდა 1792
მდებარეობა კუნძული ხიოსი
კოორდინატები 38°22′04″ ჩ. გ. 26°08′12″ ა. გ. / 38.36778° ჩ. გ. 26.13667° ა. გ. / 38.36778; 26.13667
საიტი http://www.koraeslibrary.gr/

კორაისის სახელობის ხიოსის საჯარო ბიბლიოთეკა (ინგლ. Koraes Public Library of Chios) — საბერძნეთის ქალაქ ხიოსში მდებარე მთავარი ბიბლიოთეკა. ის დაფუძნდა 1792 წელს ადამანტიოს კორაისის მიერ. თავდაპირველად ის წარმოადგენდა ხიოსის მთავარი სკოლის დანამატს, რომელიც დღეს №1 საშუალო სკოლის სახელითაა ცნობილი. პირველი წიგნები, რომლებზეც ბიბლიოთეკა შეიქმნა იყო კორაისის და მისი მეგობრების კუთვნილი წიგნები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოთეკის დამფუძნებელი — ადამანტიოს კორაისი

1792-1822 წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნულ წლებში კორაისმა წამოიწყო და სათავე დაუდო საბიბლიოთეკო კოლექციის შექმნას და მის გამრავლებას. მისი კოლექციას აღნიშნულ პერიოდში არაერთი ათასი წიგნი შეემატა. მალე წიგნების სიმრავლის გამო აუცილებელი გახდა ბიბლიოთეკისათვის აშენებულიყო ახალი და დიდი საცავი, სადაც შემდგომში თავად ბიბლიოტეკა განთავსდებოდა. ახალი ბიბლიოთეკა 1817 წელს აშენდა. მალე ახალმა ბიბლიოთეკამ მიიღო საჯარო ბიბლიოთეკის სახე. აღწერით დადგინდა, რომ 1822 წლის თურქების შემოსევის შედეგად ბიბლიოთეკაში დაზიანდა 20000-მდე წიგნი.

1822-1881 წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნულ პერიოდში ბიბლიოთეკის კოექცია საგრძნობლად გაიზარდა. ბიბლიოთეკაზე კვლავინდებურად კორაისი ზრუნავდა, რომელიც მოუწოდებდა საზღვარგარეთ მცხობრებ ბერძნებს შემოწირულობის სახით გაეძლიერებინათ ბიბლიოთეკა. მალე ბიბლიოთეკის ფონდის სიდიდის გამო საჭირო გახდა ბიბლიოთეკისათვის ახალი შენობის აშენება. 1870 წელს ხიოსის აღმოსავლეთით აშენდა ახალი შენობა.

შენობის ფასადს ამშვენებდა სფინქსი, ხოლო ბიბლიოთეკის დაარსების დაფა შექმნილი იყო მოქანდაკე ა. ფრანგოულის მიერ. ბიბლიოთეკა იზრდებოდა და ვიტარდებოდა ვიდრე 1881 წელს აღმოხდა მიწისძვრა, რომელმაც საგრძნობლად დააზიანა შენობა.

1881 წლიდან დღემდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულ ხიოსის გარეთ მცხოვრები ბერძენი მოსახლეობის დაჟინებული მოთხოვნით მალევე 1881 წლის მიწისძვრის შემდეგ 1885 წელს ბიბლიოტეკას გადაეცა ახალი შენობა. 1933 წელს ბიბლიოთეკას მიემატა სამკიტხველო დარბაზი და წიგნსაცავი. 1928 წელს ბიბლიოთეკას მიენიჭა ავტონომია, რიტაც გამოეყო ხიოსის საშუალო სკოლას. რომელსაც მიენიჭა კორაისის სახელობის ხიოსის საჯარო ბიბლიოთეკის სახელი. 1948 წელს არგენტის ოჯახმა ბიბლიოთეკა გაარემონტა.

1962 წელს ბიბლიოთეკაში არსებული ფოლკლორს მიძღვნილი მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა საზოგადოებისათვის. 1978 წელს პანტელის არგენტიმ დააფინანსა შენობის ახალი სართულის აშენება. მან ასევე გადასცა ბიბლიოთეკას მის კოლექციაში არსებული წიგნები. 1993 წელს შენობა საბოლოოდ გადაეცა ბიბლიოთეკას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]