კორაბის ჩანჩქერი
იერსახე
|
| |
| კოორდინატები: 41°45′47″ ჩ. გ. 20°32′15″ ა. გ. / 41.76306° ჩ. გ. 20.53750° ა. გ. | |
|---|---|
| მდებარეობა |
მავროვო და როსტუში, |
| მდინარე | დლაბოკა |
კორაბის ჩანჩქერი — ჩანჩქერი დასავლეთ მაკედონიაში. მდებარეობს ალბანეთის საზღვართან, მავროვოს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. განლაგებულია მდინარე დლაბოკის ზედა ნაწილში, კორაბის მთის ფერდობზე. იგი წარმოიქმნება გაზაფხულზე, მალ-კორაბის აღმოსავლეთ მწვერვალზე თოვლის დნობის შედეგად. მისი ინტენსივობა სეზონების ცვლილებაზეა დამოკიდებული. იგი ყველაზე მაღალი ჩანჩქერია მაკედონიასა და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კორაბის ჩანჩქერი დაარქივებული 2017-04-14 საიტზე Wayback Machine.