შინაარსზე გადასვლა

კოჟევნიკოვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოჟევნიკოვის სახლი
სტატუსი tentative cultural heritage site in Russia[1]
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა და ფუნქცია
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
თარიღდება 1834-1835
ძეგლი
არქიტექტორი პ. ფ. ვოცკი
სტილი რუსული კლასიციზმი
Map

კოჟევნიკოვის სახლი (რუს. Дом Кожевникова) — XIX საუკუნის არქიტექტურის ძეგლი. აგებულია რუსული კლასიციზმის არქიტეტურულ სტილში, პავლე თედორეს ძე ვოცკის პროექტის მიხედვით. მდებარეობს სანქტ-პეტერბურგის ცენტრალურ რაიონში. ნევის პროსპექტი, სახლი № 51. აგებულია 1834-1835 წლებში. სახლმა ჩვენს ეპოქამდე მოაღწია თითქმის უცვლელი სახით. არის სანქტ-პეტერბურგის კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენილი ობიექტი.

სახლის მშენებლობა მიმდინარეობდა 1834 წლიდან 1835 წლამდე და იგი ააშენეს გვარდიის პორუჩიკის კოჟევნიკოვისათვის. პროექტის ავტორი იყო პ. ფ. ვოცკი.

1855-1856 წლებში სახლის ერთ-ერთ ბინაში, რომელიც გადიოდა ეზოში, ცხოვრობდა ივანე ალექსანდრეს ძე გონჩარევი. სწორედ აქ მუშაობდა მწერალი თავის რომანზე „ობლომოვი“.

XX საუკუნის დასაწყისში სახლი შეიძინა პირველი გილდიის ვაჭარმა სოლოვიოვმა, რომელიც ამ დროისათვის ფლობდა რამდენიმე შენობას ნევის პროსპექტის ამავე რაიონში. სახლში გახსნა სასტუმრო „Большая Северная“-ს ფილიალი და სენემატოგრაფი (კინოთეატრი) „მულენ რუჟი“. კოჟევნიკოვის ყოფილ სახლში სხვადასხვა დროს ასევე მდებარეობდა პ. ეფიმოვის საბანკო სახლი და ამხანაგობა „Скороход“-ის ფეხსაცმლის მაღაზია.

1928 წლის მდგომარეობით სახლში განთავსებული იყო პეტერბურგელი მხატვრის იური მიხეილის ძე ხიდეკელის ფოტო და სამხატვრო სტუდია „Красная светопись“.

ამჟამად კოჟევნიკოვის სახლში განთავსებულია სამხატვრო გალერეა „Дельта“.

  • Кириков Б. М., Кирикова Л. А., Петрова О. В. Невский проспект. — М.—СПб.: ЦЕНТРПОЛИГРАФ, МиМ-Дельта, 2004. — С. 268—270. — 378 с.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Список вновь выявленных объектов, представляющих историческую, научную, художественную или иную культурную ценность (утверждён приказом КГИОП № 15 от 20 февраля 2001 года с изменениями на 3 апреля 2023 года)