შინაარსზე გადასვლა

კოპრჟივნიცე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კოპრჟივნიცე
Kopřivnice

ქალაქის ხედი
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე მორავია-სილეზიის მხარე
შიდა დაყოფა Lubina[1] , Mniší[1] , Vlčovice[1] და Kopřivnice
კოორდინატები 49°35′58″ ჩ. გ. 18°08′41″ ა. გ. / 49.59944° ჩ. გ. 18.14472° ა. გ. / 49.59944; 18.14472
მმართველი ადამ ჰანუსი
პირველი ხსენება 1437
ფართობი 27,49 კმ²
ცენტრის სიმაღლე 320
მოსახლეობა 21 374[2] კაცი (2025)
სიმჭიდროვე 778 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 742 21
საავტომობილო კოდი T
ოფიციალური საიტი koprivnice.cz
კოპრჟივნიცე — ჩეხეთი
კოპრჟივნიცე

კოპრჟივნიცე (ჩეხ. Kopřivnice) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის მორავია-სილეზიის მხარეში. ის ნოვი-იიჩინის რაიონში მდებარეობს. კოპრჟივნიცე 4 მუნიციპალური ერთეულისგან შედგება. ისტორიული ცენტრი კარგად არის შემონახული და ჩეხეთის კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს.

„კოპრჟ“ ჩეხურ ენაში ჭინჭარს ნიშნავს, ქალაქის სახელწოდება კი ჭინჭართან არის კავშირში. სავარაუდოა, რომ სახელწოდება აქაურობას ოლომოუცის ეპისკოპოსმა ბრუნო ფონ შაუენბურგმა უწოდა, რომელსაც ეს მცენარე თავის გერბზეც კი ჰქონდა გამოსახული.

კოპრჟივნიცე ქალაქ ნოვი-იიჩინიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 9 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი მორავია-სილეზიის მთისწინეთშია გაშენებული. ქალაქის მუნიციპალურ ტერიტორიაზე მდებარე პისკოვნას გორა ყველაზე მაღალი წერტილია და მისი სიმაღლე 584 მეტრია ზღვის დონიდან. ქალაქის ცენტრში მიედინება პატარა მდინარე კოპრჟივნიცა, რომელიც კოპრჟივნიცეს ჩრდილოეთ ნაწილში უფრო დიდ მდინარე ლუბინას ერთვის. კოპრჟივნიცეს საზღვრებში მდებარეობს ვეტრჟკოვიცეს წყალსაცავი, რომელიც 1975 წელს დააგუბეს.

შოშტინის ციხე დაახლოებით 1280–1290 წლებში დაარსდა და ისტორიულ წყაროებში პირველად 1347 წელს არის მოხსენიებული. დასახლება ციხის აშენების შემდეგ სავარაუდოდ მალევე შეიქმნა. სახელწოდება კოპრჟივნიცე პირველად 1437 წლით დათარიღებულ შესყიდვის დოკუმენტშია ნახსენები, ამ წელს აქაურობა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა სიგიზმუნდ I-მა შეიძინა და ჰუკვალდის მამულებს შეუერთა.[3]

1465 წლის მონაცემებით სოფელს მეფე ირჟი პოდებრადელი ფლობდა და აქაური მამულები მან ოლომოუცის ეპისკოპოს ტას ბოსკოვიცელს მიჰყიდა.

კოპრჟივნიცე ვერ გადაურჩა ვერცერთ შემოსევას ოცდაათწლიანი ომის დროს, თავს დაატყდა არაერთი სტიქიურ უბედურება და ეპიდემია. ამ მიზეზით ის პატარა სოფლად რჩებოდა. ისტორიაში გარდამტეხი მომენტი იყო 1812 წელს აქ თიხის ჭურჭლის ქარხნის დაარსება. ამ ქარხანამ თავისი პროდუქციით მთელს ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში გაითქვა სახელი და 1962 წლამდე იარსება.

ინდუსტრიალიზაციის პერიოდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იგნაც შუსტალას ეტლების ქარხანა იყო. XX საუკუნის დასაწყისში ამ ეტლების ქარხანაში 5 000 მუშა იყო დასაქმებული, რამაც დამატებითი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა განაპირობა კოპრჟივნიცეში. ამ სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში დასახლებას სავაჭრო ქალაქის სტატუსი 1910 წელს მიანიჭეს.[3]

1938 წელს ქალაქი ნაცისტურმა გერმანიამ დაიპყრო. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გამოცემული პრეზიდენტ ბენეშის ბრძანებულებების თანახმად, გერმანულენოვანი მოსახლეობა რეგიონიდან განდევნეს.[3]

წმინდა ბართლომეს ეკლესია
სლოვენსკა-სტრელა
„Tatra“-ს ტექნიკური მუზეუმი

კოპრჟივნიცე ავტოწარმოებით სახელგანთქმული ქალაქია ჩეხეთში. აქ დღემდე იწარმოება ცნობილი „Tatra“-ს ბრენდის ავტომობილები. „Tatra“ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ავტომწარმოებელია, რომელიც დღესაც არსებობს და უწყვეტი ისტორია აქვს.[4]

იგნაც შუსტალამ აქ ეტლების წარმოება 1850 წელს დაიწყო, პირველი მატარებლის ვაგონი კი 1897 წელს აწარმოეს. ერთ წელიწადში ქარხანამ სატვირთო ავტომობილების წარმოება დაიწყო. დღეისთვის კომპანია „Tatra“ 1000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და მესამე ყველაზე ძველი ავტომწარმოებელი კომპანიაა მსოფლიოში, რომელსაც უწყვეტი წარმოების ისტორია აქვს.[4]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა წმინდა ბართლომეს ეკლესიაა. ეს ნეოგოთური სტილის ეკლესია 1893–1894 წლებში აშენდა. ეკლესიის ინტერიერში აქ ძველად არსებული ხის ეკლესიის ნიმუშებია გამოყენებული. ეს ხის ეკლესია ქალაქის ძველი ადვოკატურის გვერდით იდგა[5]

კოპრჟივნიცეს ადვოკატურა ქალაქში შემორჩენილი უძველესი ნაგებობაა. 1576 წლის თავდაპირველი ხის შენობა ამჟამინდელი სახით 1789 წელს აღადგინეს. მასში დღეს მუზეუმია განთავსებული.[6][7]

ქალაქის სამრეწველო ტრადიციას რამდენიმე მუზეუმი ასახავს. „Tatra“-ს ტექნიკურ მუზეუმს ამ კომპანიის მიერ წარმოებული მსუბუქი ავტომობილების სრული კოლექცია აქვს წარმოდგენილი. კოპრჟივნიცეს ძველი ავტომობილების მუზეუმში მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილი ბრენდების ისტორიული ავტომობილები და მოტოციკლებია გამოფენილი.

სლოვენსკა-სტრელა უნიკალური მატარებელია, რომელსაც ჩეხეთის კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ის ერთადერთი მოძრავი კულტურული ძეგლია მორავიაში და 1936 წელს არის აგებული.[8]

შოსტინის ციხე XIII საუკუნის ბოლოს აშენებული გოტიკური ციხესიმაგრეა. ის XV საუკუნეში დაიპყრეს და გაანგრიეს, დღეს მხოლოდ მისი ნაწილია შემორჩენილი. ციხესიმაგრის მოპირდაპირე ბორცვზე მდებარეობს ბეზრუჩის გადმოსახედი კოშკი, მისი სიმაღლე 13 მეტრია.[9]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.
  2. Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
  3. 3.0 3.1 3.2 Z historie cs. Město Kopřivnice. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-05-21. ციტირების თარიღი: 2025-06-30
  4. 4.0 4.1 Kopřivnická TATRA TRUCKS si připomíná 170 let své existence cs. Tatra Trucks a.s. (2020-06-15). ციტირების თარიღი: 2022-02-04
  5. Kostel sv. Bartoloměje (Kopřivnice) cs. Lašská brána Information Portal. ციტირების თარიღი: 2022-02-04
  6. Objekty a expozice cs. Muzeum Novojičínska. ციტირების თარიღი: 2025-06-30
  7. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Muzeum Fojtství cs. Regionální muzeum Kopřivnice. ციტირების თარიღი: 2022-02-04
  8. Muzea v Kopřivnici cs. Město Kopřivnice. ციტირების თარიღი: 2025-06-30
  9. Motorový železniční vůz Slovenská strela v Kopřivnici cs. CzechTourism. ციტირების თარიღი: 2022-02-04