შინაარსზე გადასვლა

კოორდინატთა ჰორიზონტული სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოორდინატთა ჰორიზონტული სისტემა

კოორდინატთა ჰორიზონტული სისტემა[1]ასტრონომიაში ერთ-ერთი ცის კოორდინატთა სისტემათაგანი, რომელიც დამკვირვებლის ლოკალურ ჰორიზონტს იყენებს, როგორც ფუნდამენტურ სიბრტყეს სფერული კოორდინატთა სისტემის ორი კოორდინატის: სიმაღლისა და აზიმუტის დასადგენად, პოლუსებად ზენიტი და ნადირი.

კოორდინატთა ჰორიზონტულ სისტემაში პოლუსს ზენიტი წარმოადგენს, ის კი სხვადასხვაა დედამიწის სხვადასხვა წერტილებში მყოფი დამკვირვებლებისთვის მაშასადამე, ერთი და იმავე მნათობის ჰორიზონტული კოორდინატები – აზიმუტი და სიმაღლე (ან ზენიტური მანძილი) — სხვადასხვა დამკვირვებლისათვის სხვადასხვაა. მეორე მხრივ, ცის დღეღამური ბრუნვის გამო იცვლება მნათობთა მდებარეობა ჰორიზონტის მიმართ, ამიტომ მოცემული დამკვირვებლისთვის ცალკეული ციური სხეულის ჰორიზონტული კოორდინატები დროის მსვლელობაში ცვალებადია.