კონ ჰიო ჯინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონ ჰიო ჯინი
Gong Hyo Jin (Sep 2016).png
მშობლიური სახელი კორ. 공효진
დაბადების თარიღი 4 აპრილი, 1980 (1980-04-04) (42 წლის)
სეული, სამხრეთი კორეა
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1999-დან დღემდე

კონ ჰიო ჯინი (კორ. 공효진, დ.4 აპრილი, 1980, სეული, სამხრეთი კორეა) — სახმრეთ კორეელი მსახიობი. პოპულარობა მოიპოვა ფილმით „მის სტაფილო“ და ტელესერიალებით „პასტა“, „სიყვარულის ხელოვნება“, „მზის მბრძანებელი“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონ ჰიო ჯინი დაიბადა სეულში, სამხრეთი კორეა. იგი დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად საშუალო სკოლაში სწავლის დროს ავსტრალიაში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო მისი მამა კორეაში მუშაობდა ოჯახის შესანახად. იგი სწავლობდა ჯონ პოლ კოლეჯის საშუალო სკოლაში, ბრიზბენში. ის წლები მისთვის საუკეთესო იყო. იგი 2011 წელს დასახელდა მეგობრობის წლის ერთ-ერთ კეთილი ნების ელჩად, ავსტრალიასა და სამხრეთ კორეას შორის 50 წლიანი ორმხრივი ურთიერთობის საპატივცემლოდ.[1][2][3] ავსტრალიაში გატარებული სამი წლის შემდეგ, კონის ოჯახი კორეაში დაბრუნდა 1997 წელს, აზიის ფინანური კრიზისის ფონზე.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორეაში დაბრუნების შემდეგ ჰიო ჯინმა მოდელად დაიწყო მუშაობა. ის გამოჩნდა რეკლამებში, როგორიცაა „ბედნიერი სიკვდილი“. სამოდელო ბიზნესში წელიწად-ნახევრის შემდეგ, მან მცირე როლი მიიღო ფილმში „გახსოვდეს, რომ სიკვდილი გელის“. ფილმი ეხება ლესბოსელთა ურთიერთობებს გოგონების საშუალო სკოლაში. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰქონდა კომერციული წარმატება 1999 წელს, ფილმი ხშირად მოიხსენიება, როგორც მაგალითი ახალგაზრდა კორეელი კინორეჟისორებისთვის და კინომაყურებლებისთვის, როგორც თანამედროვე კლასიკა.[4] გადაღების შემდეგ ჰიო ჯინმა ითამაშა კომედიურ სერიალში My Funky Family (2000).

2001 წელს მან კონდუქტორის როლი ითამაშა 50 ეპიზოდიან სატელევიზიო სერიალში Wonderful Days. მოგვიანებით მან მოიპოვა საუკეთესო ახალი მსახიობი ქალის ჯილდო სატელევიზიო სერიალების კატეგორიაში Baeksang-ზე. შემდეგ ჩნდება მცირე როლებში ჩან ჯინის კომედიაში Chatty Killer და ფილმში Volcanic Strike.

2003 წელს კონ ჰიო ჯინმა მიიღო როლი სატელევიზიო სერიალში Snowman[5][6] და Let's Go to School, Sang Doo![7] 2004-დან 2005 წლამდე მისი კარიერა არ ვითარდებოდა. 2005 წელს კი მან ითამაშა სერიალში „ჩემი საყვარელი მასწავლებელი“ და ფილმში „ზეცის ლეგიონი.“[8][9]

კონ ჰე ჯინი 2012 წელს

წარმატება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წელს, ფილმის „გახსოვდეს, რომ სიკვდილი გელის“ რეჟისორმა, კიმ ტე იონმა (რომელსაც ის თავის მენტორად მიიჩნევს), შესთავაზა როლი ფილმში „ოჯახური კავშირები“, რომელიც მან სპეციალურად მისთვის დაწერა. ფილმმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მსახიობებს აქებდნენ გამოვლენილი სამსახიობო ოსტატობისთვის. ამ როლისთვის კონ ჰიო ნომინირებული იყო Korean Film Awards-ზე კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი ქალი.

როლი ფილმში „ოჯახური კავშირები“ იყო გარდამტეხი მომენტი მის კარიერაში. 2007 წელს იგი დაბრუნდა ტელევიზიაში და ითამაშა ტელესერიალში „მადლობა“. იმავე წელს იგი გამოჩნდა ფილმებში „ბედნიერება“ და „M“, ხოლო 2008 წელს ფილმში „აღმოსავლეთის ჯაშუშობა“.

მისი ყველაზე დიდი კინო მიღწევა იყო როლი ფილმში „მის სტაფილო“ (2008). მიუხედავად იმისა, რომ ფილმი გაყიდვებბის მხრივ წარუმატებელი აღმოჩნდა, კრიტიკოსებმა მას ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური კორეული ფილმი უწოდეს. ჰიო ჯინმა შეასრულა არამიმზიდველი წითელსახიანი გოგონას როლი, რომელსაც სძულდა ხალხი და იტანჯებოდა არასრულფასოვნების კომპლექსით. ჰიო ჯინს, სცენარის წაკითხვის შემდეგ, თავდაპირველად ეჭვი შეეპარა როლში, მაგრამ საბოლოოდ მიიღო შეთავაზება და ითამაშა კიდეც. ამ როლისთვის მან მიიღო Korean Film Awards-ის პრემია საუკეთესო მსახიობისთვის და მსახიობი ქალისთვის, ხოლო პრემია Director's Cut Awards საუკეთესო მსახიობისთვის.

2009 წელს კონი თამაშობს დამწყებ შეფ-მზარეულს რომანტიკულ კომედიაში „პასტა.“ მისი პერსონაჟი თავიდან უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი თავხედი და ვნებიანი რომანტიკული კომედიის გმირი, თუმცა ჰიო ჯინმა გადაწყვიტა, რომ მას ამ როლის თამაშ მოსწყინდებოდა, ამიტომაც გადაღების დროს შეცვალა პერსონაჟის ხასიათი. სერიალმა მაღალი შეფასება მიიღო. მსახიობის პოპულარობა კი გაიზარდა სერიალ „სიყვარულის ხელოვნების“ (2011) შემდეგ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Goodwill Ambassadors « Australia-Korea Year of Friendship (2011-05-13). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-13. ციტირების თარიღი: 2016-09-25.
  2. The Chosun Ilbo (English Edition): Daily News from Korea. english.chosun.com (October 15, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-07. ციტირების თარიღი: 2016-09-25.
  3. The Korea Herald. (2011-05-22) App showcases Australia year. koreaherald.com. ციტირების თარიღი: 2016-09-25.
  4. Darcy Paquet. (May 23, 2007) An Interview with Kim Tae-yong. www.koreanfilm.org. ციტირების თარიღი: 2016-09-25.
  5. Korean TV Dramas. www.koreanfilm.org (October 28, 2006). ციტირების თარიღი: 2016-09-25.
  6. [Interview Kim Rae Won Changed His Mind about Acting After ′My Little Hero′]. mwave.interest.me (2013.01.20). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-27. ციტირების თარიღი: 2016-09-25.
  7. Gong Hyo-jin Turns Into Giddy Young Teacher. english.donga.com (April. 11, 2005). ციტირების თარიღი: 2016-09-25.
  8. “Heaven’s Soldiers”: Movie and Life of Park Joong-hoon and Kim Seung-woo : The DONG-A ILBO. english.donga.com (June. 24, 2005). ციტირების თარიღი: 2016-09-25.
  9. X. (2005-10-22) [K-FILM REVIEWS 천군 (Heaven's Soldiers)]. screenanarchy.com. ციტირების თარიღი: 2016-09-25.