კონ-კაენი
| საქალაქო მუნიციპალიტეტი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
კონ-კაენი ขอนแก่น | |||||
|
კონ-კაენის ქალაქის საჰაერო ხედი | |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| რეგიონი | ხონ კაენი | ||||
| მუნიციპალიტეტი | მუანგ ხონ კაენი | ||||
| კოორდინატები | 16°26′00″ ჩ. გ. 102°50′00″ ა. გ. / 16.43333° ჩ. გ. 102.83333° ა. გ. | ||||
| მერი | თირასაკ თიხაიუფანი (2012 წლის სექტემბრიდან) | ||||
| დაარსდა |
ადმინისტრაციული ცენტრი: 1935 წლის 20 აგვისტო საქალაქო მუნიციპალიტეტი: 1995 წლის 24 სექტემბერი | ||||
| ფართობი | საქალაქო მუნიციპალიტეტი: 46 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 187 მ | ||||
| მოსახლეობა | 115 928 (31 დეკემბერი, 2014)[1] | ||||
| სიმჭიდროვე | 2 488 კაცი/კმ² | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+7 | ||||
| სატელეფონო კოდი | 043 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 40000 | ||||
| ოფიციალური საიტი | kkmuni.go.th | ||||
კონ-კაენი (ტაი. ขอนแก่น, გამოითქმის, როგორც – [kʰɔ̌(ː)n kɛ̀n]) — კონ-კაენის პროვინციის დედაქალაქი და ტაილანდის მეოთხე ყველაზე დიდი ქალაქი. ის არის ისანის ოთხიდან ერთ-ერთი ძირითადი ქალაქი, ჩრდილო-აღმოსავლეთ ტაილანდი, ასევე ცნობილი, როგორც „ისანის დიდი ოთხეული“, ხოლო დანარჩენი ქალაქებია: უდონ ტანი, ნახონ რაჩასიმა და უბონ რატჩათანი.
კონ-კაენის ქალაქის მუნიციპალიტეტის აქტები (თესაბან ნახონი), როგორც პროვინციის სამთავრობო პოზიცია, ისევე როგორც მუან ხონ ყაენის რაიონი და განფენილია 450 კილომეტრზე ბანგკოკის ჩრდილო-აღმოსავლეთით.[2]
გეოგრაფია და დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონ-კაენი მდებარეობს ხორათის პლატოზე, ზღვის დონიდან 187 მეტრზე[3] და მთავრობის თანახმად, თაილანდის შუა ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციული ჯგუფის ცენტრია. მისი კოორდინატებია 16°26′N 102°50′E. ქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 114 459 ადამიანს,[4] ხოლო მუან ხონ კაენის რაიონი, რომელიც ქმნიდა ქალაქის ურბანულ იერსახეს, 412 758 ადამიანით იყო დასახლებული.[5] აქედან გამომდინარე, ხონ კაენი ითვლება მეოთხე ყველაზე დიდ ქალაქად ტაილანდში, ბანგკოკის, ჩიანგ მაისა და კორატის შემდეგ.
ადგილმდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონ-კაენი არის ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონის ქალაქი. ქალაქი გაყოფილია მიტრაფაპის გზით, ასევე ცნობილი, როგორც „მეგობრობის გზატკეცილი“ ან „გზატკეცილი 2“, ანუ გზა, რომელიც ბანგკოკს აკავშირებს ტაი-ლაო მეგობრობის ხიდთან. თანამედროვე, მრავალზოლიანი „გზატკეცილი 230“ დასავლეთიდან ქალაქის ცენტრის გვერდის ავლის საშუალებასაც იძლევა და უკავშირდება აეროპორტსა და ახლადგაკეთებულ ავტობუსების მთავარ სადგურს (BKS3).[6]
„გონიერი ქალაქი“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2017 წელს კონ-კაენის პროვინციის მოსახლეობა შეადგენდა 1.8 მილიონ ადამიანს, 190 მილიარდი მშპ ბატით.[7] მისი „გონიერი ქალაქის“ განვითარების გეგმა მიზნად ისახავს 2016 წლის საშუალოდ დაახლოებით 192 000 ბატიდან, 2029 წლისთვის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 394 000-493 000 ბატამდე გაორმაგებას. კონ-კაენის გეგმა ჩართულია ტაილანდის მე-12 ეროვნულ, სოციალურ და ეკონომიკურ გეგმაში (2017–2021 წწ.). გეგმა ძირითადად განხორციელდა Khon Kaen Think Tank-ის (KKTT) მიერ, რომელიც მოიცავდა მონაწილე მოქალაქეების ჯგუფს. „გონიერი ქალაქის“ ხელმომწერი პროექტია Khon Kaen Transit System Co (KKTS), რომელიც დაარსდა 2017 წელს. 26 კილომეტრიანი მსუბუქი სარკინიგზო ქსელის პროექტი სამრანიდან თა ფრამდე, მუანგ კონ-კაენის რაიონში უკვე დასრულებულია და ელოდება ტაილანდის მინისტრთა კაბინეტის მხრიდან დამტკიცებას, სანამ პროექტზე ტენდერი გამოცხადდება. მსუბუქი სარკინიგზო სისტემა წარმოდგენილი იქნება 18-დან 21-მდე სადგურით, ხოლო დასრულებას ორი წელი დასჭირდება და 15 მილიარდი ბატი დაჯდება. სატრანსპორტო პოლიტიკის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა Land Traffic Management Commission (LTMC) უკვე მწვანე შუქი აუნთო გეგმის განხორციელებას.[7]
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონ-კაენმა, ჩიანგ მაისა და ბანგკოკთან ერთად,ტაილანდის 2014 წლის ევროკავშირის კინოფესტივალს უმასპინძლა. ქალაქში აჩვენეს ექვსი ფილმისგან შემდგარი კოლაჟი, მათ შორის, ესპანური ფილმი Pelayos და პოლონური ფილმი Walesa, Man of Hope.[8]
ადმინისტრაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონ-კაენის მუნიციპალიტეტი დაარსდა 1935 წლის 20 აგვისტოს. ქალაქი მოიცავდა 4 კვ. კილომეტრს. მოგვიანებით, 1995 წლის 24 სექტემბერს ქალაქი გახდა მუნიციპალიტეტი.[9] ქალაქის ადმინისტრაცია ამჟამად პასუხისმგებელია ტერიტორიაზე, რომელიც ფარავს დაახლოებით 46 კვ. კილომეტრს და მოიცავს 66 179 ოჯახს. ქალაქში არსებობს 95 თემი, რომელიც იყოფა 4 ზონად, რომელთაგან თითოეული 20-30 თემისგან შედგება.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონ-კაენის კლიმატი კლასიფიცირდება, როგორც ტროპიკული სავანა (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია), ქალაქში ზამთარი მშრალი და ძალიან თბილია. ტემპერატურა იმატებს აპრილამდე, რომელიც ძალიან ცხელ თვეა, საშუალო დღიური მაქსიმალური ტემპერატურით 36.3 °C. მუსონური სეზონი მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება, ძლიერი წვიმითა და დღის განმავლობაში ოდნავ დაბალი ტემპერატურით, თუმცა ღამეები სითბოს ინარჩუნებს.
გამორჩეული პიროვნებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Thaiboy Digital - მუსიკოსი
- ტი რიტსონი - რაგბის ლიგის მოთამაშე
- ტინ სრიტრაი - რბოლის მძღოლი
- მიმი ტაო, მოდელი[10]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://stat.dopa.go.th/stat/statnew/statTDD/views/showDistrictData.php?statType=1&year=57&rcode=40 — Department of Provincial Administration.
- ↑ Distance: Bangkok to Khon Kaen. Google Maps. ციტირების თარიღი: 25 June, 2015.
- ↑ ปริมาณการใช้น้ำของพืชอ้างอิงโดยวิธีของ Penman Monteith (Reference Crop Evapotranspiration by Penman Monteith) (in Thai) (PDF) გვ. 48. Office of Water Management and Hydrology, Royal Irrigation Department. ციტირების თარიღი: 1 August 2016.
- ↑ รายงานสถิติจำนวนประชากรและบ้านประจำปี พ.ศ.2562 [Statistics, population and house statistics for the year 2019] in Thai. Registration Office Department of the Interior, Ministry of the Interior (31 December 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 June 2019. ციტირების თარიღი: 10 March 2020.
- ↑ สำนักบริหารการทะเบียน – The Bureau of Registration Administration (BORA), Department of Provincial Administration (DOPA), Population data for the year 2022 (in Thai). ციტირების თარიღი: 2023-06-21.
- ↑ Khon Kaen City's central bus terminal shuts down after 44 years. The Isaan Record (2017-12-26). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-27. ციტირების თარიღი: 27 December 2017.
- 1 2 Natanri, Chakkrapan; Kongrut, Anchalee (14 October 2018). „Khon Kaen takes lead in Thailand's race to smarten up“. Bangkok Post. ციტირების თარიღი: 14 October 2018.
- ↑ Showtimes EU Film Festival 2014. SFX Cinemas (23 May 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 24 May 2014
- ↑ พระราชกฤษฎีกา จัดตั้งเทศบาลนครขอนแก่น จังหวัดขอนแก่น พุทธศักราช ๒๔๗๘" [Royal Decree of Khon Kaen City Municipality, Khon Kaen Province, Buddhist Era 2538 (1995)] (PDF). 112 (40 Kor) გვ. 24–28. Royal Thai Government Gazette (24 September 1995). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 April 2020. ციტირების თარიღი: 17 September 2011.
- ↑ Vitkute, Demi. (2019-03-15) Mimi Tao was the first transgender person on ‘Project Runway.’ She says she can’t change the industry alone. en-US. ციტირების თარიღი: 2023-08-09