კონუსური ხარისფაშვა
კონუსური ხარისფაშვა | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Morchella conica Pers., 1818 | |||||||||||||||||
|
კონუსური ხარისფაშვა (ლათ. Morchella conica) — ხარისფაშვას გვარის სოკო ხარისფაშვასებრთა ოჯახისა.
პირველად აღწერა მიკოლოგმა კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა 1818 წელს.[1]
სამეცნიერო სინონიმები:
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქუდის ქუდის სიმაღლე — 8 სმ-მდე აღწევს, სიგანე — 5 სმ-მდე. კონუსის ფორმა აქვს, ზოგჯერ კვერცხისებრია; ზედაპირი ფიჭისებრი ნაოჭებითაა დაფარული, ნაოჭებში მეორადი ტიხრებია განვითარებული; კიდეები — ფეხთან შეზრდილი; მოყვითალო მურა, უფრო მუქი ან იმავე ფერის ნაოჭებიანი კედლებით. ქუდის ზედაპირზე განვითარებული ჰიმენალური შრე შედგება ცილინდრული ზომის 200-250×15-20 მკმ. ჩანთებისგან, რომლებშიც 8 სპორაა მოთავსებული.
რბილობი — თეთრი ან კრემისფერი, თხელი ცვილისებრი, ნაზი და მყიფე. სწრაფად შრობადი, ფეხს ქვემოთ წყალწყალა, გამოხატული სუნისა და გემოს გარეშე.
ფეხი — მოთეთრო, ცილინდრული, ფუყე; სიმაღლეში — 2-4,5 სმ, სიგანეში — 1,5-3 სმ.
სპორები — ელიფსური, გლუვი, უფერული, ზომით 18-20×10-15 მკმ.
გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ითვლება პირობითად საჭმელ სოკოდ. მოხარშვამდე წვრილად უნდა დაიჭრას და გაითუთქოს მდუღარე წყალში 5-10 წუთის განმავლობაში, ხოლო წყალი გადაიღვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა გამოიწვიოს მოწამვლა.
გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იზრდება ნიადაგზე, ხშირ შემთხვევაში ერთეული ეგზემპლარების სახით ფიჭვნარებში, ნაძვნარებსა და შერეულ ტყეში აპრილის შუა პერიოდიდან ივნისის დასაწყისამდე.
მსგავსი სახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Morchella elata პირობითად საჭმელი სოკოა, რომელიც განსხვავდება უფრო დიდი ზომის ნაყოფსხეულითა და ფერით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 39, ISBN 99940-856-1-1.
- Мир растений : в 7 т. / Под ред. академика А.Л. Тахтаджяна. Т.2. Слизевики. Грибы — 2-е изд., перераб. — М.: Просвещение, 1991. — 475 с. (Стр. 183).
- Аурел Дермек. Грибы. — Братислава: Словарт, 1989. — С. 46.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Morchella conica — Toadstool
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Persoon, CH (1818). Traité sur les Champignons Comestibles (French), გვ. 257.