კონულარიები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონულარიები
Conulariid03.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ნაწლავღრუიანები
ლათინური სახელი
Conulata

კონულარიები (ლათ. Conulata) — ამომწყდარი უხერხემლო ცხოველების ჯგუფი, რომლებსაც უფრო ხშირად ნაწლავღრუიანებს მიაკუთვნებენ. ცხოვრობდნენ ზღვებში ადრეული კამბრიული პერიოდიდან ადრეულ ტრიასამდე. ჰქონდათ პირამიდული ან სიგარისებური თხელკედლიანი ჩონჩხი, რომელიც სიცოცხლეში ალბათ ელასტიკური იყო. წვერის ნაწილი განივი ტიხრებით საკნებად იყო დაყოფილი. კონულარიებს ოთხსხივიანი სიმეტრია ჰქონდათ. უმრავლესობა თავისუფლად მცხოვრები მცურავი ცხოველი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება]