კონტის კოშკი
კონტის კოშკი Torre dei Conti | |
---|---|
![]() კონტის კოშკის შემორჩენილი ქვედა ნაწილი. | |
კოორდინატები | 41°53′37″ ჩ. გ. 12°29′17″ ა. გ. / 41.89361° ჩ. გ. 12.48806° ა. გ.კოორდინატები: 41°53′37″ ჩ. გ. 12°29′17″ ა. გ. / 41.89361° ჩ. გ. 12.48806° ა. გ. |
მდებარეობა | იტალია, რომი |
არქიტექტორი | რიჩარდ კონტი |
ტიპი | კოშკი |
სიმაღლე | 29მ |
კონტის კოშკი (იტალ. Torre dei Conti) — შუა საუკუნეების გამაგრებული კოშკი რომში, იტალიაში, რომელიც მდებარეობს კოლისეუმისა და რომის ფორუმის მახლობლად. კოშკი იყო ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობა, რომელიც დომინირებდა შუა საუკუნეების რომში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იგი 1238 წელს რიჩარდ კონტის მიერ აშენდა, რომელიც იყო პაპ ინოკენტი III-ის ძმა, როგორც გამაგრებული რეზიდენცია მისი ოჯახისთვის, კონტი დი სენისთვის, იმპერიული ფორუმების ოთხი აფსიდის პორტიკის ერთ-ერთ ეკსედრაზე, ნერვას ფორუმის მახლობლად. კოშკი იდგა მეტოქე ოჯახის, ფრანჯიპანების ტერიტორიის საზღვარზე. ამჟამად 29 მეტრის სიმაღლისაა, მაგრამ ოდესღაც იყო 50-60 მეტრი სიმაღლის და მისი ზომის გამო მიიღო მეტსახელი „ტორე მაჯორე“ (მთავარი კოშკი). იგი თავდაპირველად დაფარული იყო ტრავერტინით, რომელიც მოპოვებული იყო იმპერიული ფორუმების ნანგრევებიდან, თუმცა ეს საფარი შემდგომში მოხსნეს მე-16 საუკუნეში პორტა პიას მშენებლობისთვის, რომელიც მიქელანჯელომ დააპროექტა.
ზედა სართულები განადგურდა მიწისძვრების სერიის შედეგად, რომელიც დასრულდა 1348 წლის მიწისძვრით, რის შემდეგაც ის მიტოვებული იყო 1620 წლამდე, სანამ ის ხელახლა ააშენა პაპის პალატამ. სხვა მიწისძვრებმა 1630 და 1644 წლებში გამოიწვია ზიანი, რომელიც შეაკეთეს მე-17 საუკუნის ბოლოს პაპ ალექსანდრე VIII-ის მიერ, რომელმაც კოშკს ორი საყრდენი დაამატა.

მე-19 საუკუნეში ვია კავურის და მე-20 საუკუნის დასაწყისში ვია დეი ფორი იმპერიალის გახსნის შემდეგ, კოშკი იზოლირებული დარჩა სხვა შენობებისგან. 1937 წელს კოშკი ბენიტო მუსოლინიმ აჩუქა არდიტებს (იტალიელ შტურმოვიკებს), რომლებმაც შეინარჩუნეს მასზე მფლობელობა 1943 წლამდე. კოშკში მდებარეობს გენერალ ალესანდრო პარიზის მავზოლეუმი, რომლის ნეშტიც დაცულია ძველ რომაულ სარკოფაგში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Cusanno, Anna Maria (1995). Il restauro e l'isolamento della Torre dei Conti in Gli anni del Governatorato (1926-1944). Rome: Edizioni Kappa, გვ. 125–130. ISBN 88-7890-181-4.
- Gregorovius, Ferdinand (2010). History of the City of Rome in the Middle Ages. UK: Cambridge University Press, გვ. 667. ISBN 1108015069.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lucentini, M. (31 December 2012). The Rome Guide: Step by Step through History's Greatest City. ISBN 9781623710088.