კონტინენტური კალთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კონტინენტური კალთა, კონტინენტური ბექობი — კონტინენტური წყალქვეშა კიდის ნაწილი, გარდამავალი ზონა შელფიდან ოკეანის ფსკერისაკენ. ახასიათებს მნიშვნელოვანი დახრილობა (საშუალოდ 4°, ხშირად 15-20°, 40°-მდე) საფეხურებრივობა და დანაწევრება. კონტინენტური კალთის ზედა ნაწილში წყალქვეშა მეწყრების და სუსპენზიური ნაკადების მოქმედებით ხდება დანალექი მასალის ინტენსიური გადაადგილება, ქვედა ნაწილში — აკუმულაცია. კონტინენტურ კალთას, როგორც ორგანული ნივთიერების მაღალი პროდუქტიულობის ზონას, გამოყოფენ ბათიალის სახელით.[1] გეოლოგიური აგებულებისა და რელიეფის მიხედვით კონტინენტური კალთა ხმელეთის გაგრძელებას წარმოადგენს. კონტინენტური კალთა მოიცავს სიღრმეების მნიშვნელოვან დიაპაზონს, მთლიანობაში, 100-200-იდან 3000-4000 მ-მდე სიღრმეს. ფსკერი სიღრმის შესაბამისად იყოფა 2 ზონად: ზემო ბენთალი, ანუ მეზობენთალი — 200-5000-იდან 1000-2000 მ-მდე და ქვედა ბენთალი, ანუ ბათიბენთალი — 1000-2000-იდან 3000 მ-მდე.[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]