კონსტან პერმეკე
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
კონსტან პერმეკე | |
---|---|
![]() | |
დაიბადა | 31 ივლისი, 1886 |
დაბადების ადგილი | ანტვერპენი |
გარდაიცვალა | 4 იანვარი, 1952 |
გარდაცვალების ადგილი | ოსტენდე |
ეროვნება | ბელგიელი |
მიმდინარეობა | იმპრესიონიზმი |
კონსტან პერმეკე (დ. 31 ივლისი, 1886, ანტვერპენი — გ. 4 იანვარი, 1952, ოსტენდე) — ბელგიელი ფერმწერი, ბელგიური იმპრესიონიზმის ლიდერი. სწავლობდა ბრიუგესა და გენტის სამხატვრო აკადემიებში. 1909-12 წლებში ხელმძღვანელობდა ლატემის სკოლის "მე-2 დაჯგუფებას". პერმეკეს შემოქმედებისათვის ნიშანდობლივია სამყაროს ტრაგიკული აღქმა, მხატვრული ხედვის მისტიკური ხასიათი, ბუნების მისტიკური ხასიათი, ბუნების სტიქიურ ძალთა პრიმატის შეგრძნება. მის ნამუშევრებს (პეიჟაზები, გლეხთა და მეთევზეთა სცენები, შიშველი ნატირა) ახასიათებს წერის ფართო მანერა და მდიდარი კონტრასტული კოლორიტი ("ზამთარი ფლანდრიაში" (1912), ნატიფი ხელოვნების სამეფო მუზეუმი, ანტვერპენი; "ფერმა" (1928), კერძო კუთვნილება, ბრიუსელი). 1936 წლიდან მუშაობდა როგორც მოქანდაკე.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 29.