კონსტანცია მარკევიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კონსტანცია მარკევიჩი
კონსტანცია მარკევიჩი
ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1918 – 1922

ირლანდიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1918 – 1927

ირლანდიის შრომის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1919 – 1922
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეჯოზეფ მაკ-გრათი

დაბადებული4 თებერვალი, 1868
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
გარდაცვლილი15 ივლისი, 1927
დუბლინი, ირლანდია
პოლიტიკური პარტიაშინ ფეინი, ფიანა ფაილი
მეუღლეკაზიმირ მარკევიჩი
შვილები1

კონსტანცია მარკევიჩი (ინგლ. Constance Georgine Markievicz, დაბადებით გორ-ბუთი, ინგლ. Gore-Booth; დ. 4 თებერვალი, 1868, ლონდონი — გ. 15 ივლისი, 1927, დუბლინი) — ირლანდიელი სუფრაჟისტი, პარტია შინ ფეინისა და ფიანა ფაილის პოლიტიკური მოღვაწე, რევოლუციონერი, სოციალისტი და ნაციონალისტი.

დაიბადა მდიდარი, ირლანდიური წარმოშობის მიწისმფლობელის ოჯახში, ქალიშვილობაში ატარებდა გავრს გორ-ბუტი. სწავლობდ ასახვით ხელოვნებას ლონდონში, ამავე მიმართულებით 1898 წელს სწავლა გააგრძელა პარიზში, სადაც გაიცნო თავისი მომავალი ქმარი გრაფი კაზიმირ დუნიმ-მარკევიჩი. 1910-იანი წლებიდან აქტიურ მონაწილეობას იღებს ირლანდიის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაშ, მხარს უჭერდა ქვეყნის დამოუკიდებლობას. 1916 წელს მონაწილეობა მიიღო აღდგომის აჯანყებაში, რომლის დამარცხების შემდეგ დააპატიმრეს და ციხეში გამოკეტეს, ციხიდან გამოვიდა 1917 წელს.

1918 წელს იგი გახდა პირველი ქალბატონი, რომელიც აირჩიეს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში, მაგრამ მან ადგილი არ დაიკავა შინ ფეინის პოლიტიკის შესაბამისად, ბრიტანეთის პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიეღოთ, მაგრამ მის მუშაობაში არ უნდა ჩარეულიყვნენ (თავად კონსტანცია კი კვლავ დააპატიმრეს). იგი შინ ფეინის სხვა წევრებთან ერთდ გახდა ირლანდიის პირველი დოილის (ირლანდიის წარმომადგენელთა პალატის) წევრი. იგი ასევე გახდა ერთ-ერთი პირველი ქალი ირლანდიის ისტორიაში, რომელსაც ეკავა მინისტრის თანამდებობა (1919-1922 წლებში იყო ირლანდიის რესპუბლიკის შრომის მინისტრი). ცხოვრების უკანასკნელ წლებში აგრძელებდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტანცია ჯორჯინი დაიბადა 1868 წლის 4 თებერვალს ლონდონში. კონსტანცია იყო უფროსი შვილი პოლარეთის მკვლევრისა და მოგზაურის ჰენრი გორ-ბუთის ოჯახში. ირლანდიის შიმშილის დროს 1879-1880 წლებში ამარაგებდა უფასო სურსათით თავის არენდატორებს სლაიგოს საგრაფოში. მამის მაგალითმა კონსტანციას და მის დას ასწავლა ღარიბებისადმი თანაგრძნობა.

გორ-ბუტმა მიიღო გადაწყვეტილება ესწავლა მხატვრობა, მაგრამ ირლანდიაში ამ დროისათვის მხოლოდ ერთი სკოლა იყო, რომელსაც შეეძლო გოგონების მიღება, ამიტომ იგი სასწავლებლად ლონდონში გაამგზავრეს. სწორედ ამ დროს მიიღო კონსტანციამ თავისი პირველი პოლიტიკური გამოცდილება და შეუერთდა ფემინისტთა ეროვნულ კავშირში. შემდეგ იგი გაემგზავრა პარიზში რათა ესწავლა პრესტიჟლ ჟიულიანის აკადემიაში, სადაც გაიცნო თავისი მომავალი ქმარი კაზიმირ დუნინ-მარკევიჩი, მხატვარი მდიდარი პოლონური ოჯახიდან, რომლის სამფლობელოებიც მდებარეობდა ჩრდილოეთ უკრაინაში. ამ დროისათვის ის დაოჯახებული იყო, მაგრამ მისი ცოლი გარდაიცვალა 1899 წელს, ხოლო კონსტანციაზე დაქორქინდა 1900 წლის 29 სექტემბერს ლონდონში. 1901 წელს შეეძინათ პირველი შვილი.

მარკევიჩები ირლანდიაში ჩავიდნენ 1903 წელს. 1905 წელს კონსტანციამ დააარსა გაერთიანებული მსახიობების კლუბი. ამ პერიოდისათვის იგი რევოლუციურ პოლიტიკაში არ მონაწილეობდა, მაგრამ შეხვდა ისეთ პირებს როგორიცაა ირლანდიის მომავალი პირველი პრეზიდენტი, გელური ლიგის დამაარსებელი, დაგლას ჰაიდი. ფორმალურად ანტიპოლიტიკურმა გაერტიანებამ თავის გარშემო შემოიკრიბა პატრიოტები და მომავალი პოლიტიკური მოღვაწეები.

1908 წელს მარკევიჩმა მონაწილეობა მიიღო ირლანდიის ეროვნულ პოლიტიკაში. იგი გახდა შინ ფეინის პარტიის წევრი. 1909 წელს დააარსა ეროვნული გასამხედროებული სკაუტური ორგანიზაცია „ირლანდიის გმირი“, სადაც ბიჭებსა და გოგონებს ასწავლიდნენ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას.

პირველად გრაფინია მარკევიჩი ციხეში ჩასვეს 1911 წელს დემონსტრაციაზე გამოსვლის გამო, რომელიც ორგანიზებული იყო ირლანდიის რესპუბლიკელი საძმოს მიერ, რათა გაეპროტესტებინათ ჯორჯ V-ის ვიზიტი ირლანდიაში.

1913 წელს კაზიმირ მარკევიჩი წავიდა უკრაინაში და იქიდან აღრ დაბრუნებულა ირლანდიაში, გარდა 1927 წლისა, როდესაც იგი დაბრუნდა გარდაცვლილ მეუღლესთნ. კონსტანცია მონაწილეობდა აღდგომის აჯანყებაში, როგორც ირლანდიის სამოქალაქო არმიის წევრი. გრაფინია მარკევიჩი დააპატიმრეს და გამოკეტეს კილმენჰემის ციხეში. 1917 წელს გაათავისუფლეს აღდგომის აჯანყების ყველა მონაწილისადმი საერთო ამნისტიის გამოცხადების შედეგად. სწორედ ამ დროს მოინათლა გრაფინია მარკევიჩი კათოლიკედ.

1918 წელს გახდა ირლანდიის წარმომადგენელთა პალატის წევრი. ამ თვალსაზრისით იგი გახდა პირველი ქალი, რომელიც აირჩიეს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში. თუმცა აბსტენციონიზმის პოლიტიკის გამო, მას არ დაუკავებია თავისი კუთვნილი ადგილი პალატაში. 1921 წელს ირლანდიის წარმომადგენელთა პალატაში აირჩიეს მეორედაც.

1919 წლის აპრილიდან 1922 წლის იანვრამდე კონსტანცია ირლანდიის შრომის მინისტრი იყო. პირველი და ერთადერთი ქალი მინისტრი ირლანდიაში 1979 წლამდე.

კონსტანცია მარკევიჩი გარდაიცვალა 1927 წლის 15 ივლისს 59 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Anne Marreco. The Rebel Countess: The Life and Times of Constance Markievicz. — 1967.
  • Diana Norman. Terrible Beauty: A Life of Constance Markievicz, 1868—1927. — 1987.
  • Anne Haverty. Constance Markievicz: Irish Revolutionary. — 1993.
  • Joe McGowan. Constance Markievicz: The People’s Countess. — 2003.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]