კონსტანტინ ჩაიკინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსტანტინ ჩაიკინი
დაბ. თარიღი 27 მაისი (8 ივნისი), 1889
დაბ. ადგილი მოსკოვი
გარდ. თარიღი 27 აპრილი, 1938(1938-04-27) (48 წლის)
გარდ. ადგილი Kommunarka shooting ground
დასაფლავებულია Kommunarka shooting ground
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა მთარგმნელი

კონსტანტინ ჩაიკინი (რუს. Константин Иванович Чайкин, დ. 15 (27) მაისი 1889 წ., მოსკოვი — 27 აპრილი 1938 წ., დასახვრეტი პოლიგონი „კომუნარკა“) — რუსი სწავლული-აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი, ლინგვისტი და მთარგმნელი.

ცხოვრება და აკადემიური გზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტანტინ ჩაიკინი დაიბადა ვაჭართა ფენაში გასული გლეხის ოჯახში. დაამთავრა კომერციული სასწავლებელი, რომლის დამთავრების შემდეგ, 1911 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

  • 1912 წელს გადავიდა ლაზარევის აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტში, სადაც შეისწავლა ფარსი და სპარსული ლიტერატურა აგაფანგელ კრიმსკოის (რუს. Крымский, Агафангел Ефимович) ხელმძღვანელობით.
  • 1916 წელს დაამთავრა აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტი, სადაც სადიპლომო ნაშრომთან ერთად წარმოადგინა აბდ ალ-რაჰმან ნურ ალ-დინ იბნ აჰმად ჯამის პოემის „სალამან და აბსალი“-ს თარგმანი. კონსტანტინ ჩაიკინი იმავე წელს კათედრაზე დატოვეს დისერტაციის მოსამზადებლად.
  • 1918 წელს ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის ბიბლიოთეკას.
  • 1921—1926 წლებში მუშაობდა მთარგმნელად ირანში, საბჭოთა კავშირის სრულუფლებიან წარმომადგენლობაში, ამავდროულად ეწეოდა კვლევით სამუშაოს აბუ-ლ ფარაჯა რუნის პოეზიაზე, ხოლო პოეტის შემოქმედების კვლევა 1927 წელს დაასრულა და ფარსიზე გამოსცა პოეტის ლექსების წიგნებთან ერთად ქალაქ თეირანში.
  • 1928 წელს გამოაქვეყნა სახელმძღვანელო „უახლესი სპარსული ლიტერატურის მოკლე ნარკვევი“, ასევე საადის „ბუსთან“-ისა და აბდ-ორ-რაჰმან ჯამის „ბეხერესთან“-ის („გაზაფხულის ბაღი“) რუსული თარგმანები.
  • მუშაობდა „სპარსულ-რუსულ ლექსიკონსა“ და „სპარსული ენის განმარტებით ლექსიკონზე“.
  • დაპატიმრებული იქნა 1938 წლის 21 თებერვალს. 1938 წლის 27 აპრილს საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ მიესაჯა დახვრეტა შპიონაჟში ბრალდების გამო. დახვრეტილ იქნა იმავე დღეს.
  • კონსტანტინ ჩაიკინი რებილიტირებულ იქნა 1957 წლის 18 ივლისს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]