კონსტანტინ მონსტროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსტანტინ მონსტროვი
დაბადების თარიღი 1874
დაბადების ადგილი სიმბირსკის გუბერნია
გარდაცვალების თარიღი თებერვალი, 1920

კონსტანტინ მონსტროვი (დ. 1874, სამარის გუბერნია — გ. თებერვალი, 1920) — რუსი სამხედრო მოღვაწე, ბასმაჩების მოძრაობის მონაწილე, გლეხთა არმიის ლიდერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა სამარის გუბერნიაში. მეფის მთავრობამ მისი ოჯახი გადაასახლა თურქესტანში. მუშაობდა საშუალო დონის ჩინოვნიკად. 1914 წლიდან საკუთრებაში გადაეცა მიწის დიდი ნაკვეთები. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ არჩეულ იქნა რუსი კოლონისტებისგან შემდგარი გლეხთა არმიის სარდლად. თავდაპირველად არმია თანამშრომლობდა საბჭოთა ხელისუფლებასა და წითელ არმიასთან. ბოლშევიკთა მიერ გატარებული მიწის რეფორმებისა და რეპრესიების შემდეგ, 1919 წლიდან იწყებს ბოლშევიკთა წინააღმდეგ შეიარაღებულ შეურიგებელ ბრძოლას. წარმატებული სამხედრო მოქმედებების შედეგად ფერღანიდან განდევნა წითელი არმიის ნაწილები და დაეუფლა თურქესტანის მნიშვნელოვან ნაწილებს, ქალაქებს ჯალალაბადსა და ოშს. 1919 წლის შემოდგომიდან, წითელი არმიის მიერ კოლჩაკის დამარცხების შემდეგ, წითელი არმიის გამოთავისუფლებული ჯარები გადასროლილ იქნა თურქესტანში. 1920 წლის დასაწყისისთვის გლეხთა არმია მარცხდება, 23 იანვარს კი ბოლშევიკებს მონსტროვი ტყვედ აჰყავთ. თანამებრძოლებთან ერთად დახვრიტეს იმავე წლის თებერვალში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩაჩხიანი, არჩილ, „რუსეთი და თურქეთი: ბოლშევიკურ-იტიჰადისტური ენიგმა (1920-1922)“ გვ. 356 — საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, თბილისი, 2015, ISBN 978-9941-0-7497-4

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]