კონსტანტინოპოლის სომეხთა საპატრიარქო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

კონსტანტინოპოლის სომხური საპატრიარქო (სომხ. Պատրիարքութիւն Հայոց Կոստանդնուպոլսոյ) — სომხური სამოციქულო ეკლესიის ავტონომიური საპატრიარქო რეზიდენციით სტამბოლში.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაარსება 1461 წელს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Armenian Patriarch of Constantinople - P1040052.JPG
კონსტანტინოპოლის სომეხთა საპატრიარქო

ბიზანტიის პერიოდში სომხურ სამოციქულო ეკლესიას კონსტანტინოპოლში მოქმედების უფლება არ მიეცა, რადგან ორი ეკლესია (სომხური ეკლესია და მართლმადიდებლური ეკლესია) ერთმანეთს ერეტიკოსებად თვლიდნენ.

განხეთქილების საფუძველი აღმოსავლური მართლმადიდებლური ეკლესიების მიერ ქალკედონის კრების უარყოფა იყო, რომლის ნაწილია სომხური ეკლესია.

კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ ოსმალეთის იმპერიამ კონსტანტინოპოლის ბერძნულ მართლმადიდებელ საპატრიარქოს ქალაქში დარჩენის უფლება მისცა. მაგრამ სულთანმა მეჰმედ II-მ სომხებს სთხოვა დაეარსებინათ საკუთარი ეკლესია ოსმალეთის ახალ დედაქალაქში. შედეგად შეიქმნა კონსტანტინოპოლის სომეხთა საპატრიარქო, რომელიც იყო უმაღლესი რელიგიური ინსტიტუტი ოსმალეთის იმპერიაში. მცირე პერიოდის განმავლობაში სირიის მართლმადიდებლური ეკლესიაც მოექცა სომხეთის საპატრიარქოს იურისდიქციაში.

კონსტანტინოპოლის პირველი სომეხი პატრიარქი იყო ჰოვაკიმ I, რომელიც იმ დროს ბურსას მიტროპოლიტი იყო. 1461 წელს იგი სულთან მეჰმედ II-მ კონსტანტინოპოლის სომეხთა პატრიარქად დანიშნა. ჰოვაკიმ I აღიარებული იყო ოსმალეთის იმპერიაში ყველა სომეხის რელიგიურ და საერო ლიდერად და ატარებდა მილეტბაშის, ეთნარქის და პატრიარქის ტიტულს.

1908–1922 წწ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1896 წელს სულთანმა აბდულჰამიდ II-მა სომეხთა მმართველობის კონსტიტუცია შეაჩერა.

ამის შემდეგ 1908 წელს კონსტანტინოპოლის სომეხ პატრიარქს მადეოს III-ს (იზმირლიანი) ნება დართეს დაბრუნებულიყო სტამბოლში, როდესაც ახალგაზრდა თურქებმა სულთანი აბდულჰამიდ II გადააყენეს. თურქეთის ახალმა ადმინისტრაციამ ასევე აღადგინა კონსტიტუცია. ახალგაზრდა თურქების მეფობის საწყის პერიოდში სომხებმა დაიბრუნდეს თავისუფლება, თუმცა 1915 წელს დაიწყო მათ შევიწროება.

1915 წელს დაიწყო სომეხთა მასობრივი დეპორტაცია, ანუ სომხების გენოციდი. გენოციდი განხორციელდა პირველი მსოფლიო ომის დროს და ორ ძირითად ეტაპს მოიცავს: შრომისუნარიან მამაკაცთა მკვლელობა და ქალების, ბავშვების, მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დეპორტაცია და სიკვდილი. დაღუპულთა რიცხვი მერყეობს 1-დან 1,5 მილიონამდე.

სომეხთა გენოციდის გადარჩენილთა ბედის შესამსუბუქებლად საპატრიარქომ დააარსა ობლების დახმარების კომიტეტი, დეპორტირებულთა ცენტრალური კომიტეტი და ასევე ჩაერთო ეროვნული დახმარების მისიის ჩამოყალიბებაში.[1]

თურქეთის რესპუბლიკა, 1923–დღემდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეს სომეხი პატრიარქი თურქეთში სომხური სამოციქულო ეკლესიის მეთაურად არის აღიარებული და მას სახელმწიფო ცერემონიებზე იწვევენ.

2010 წელს არამ ათეშიანი დანიშნა კონსტანტინოპოლის სომეხთა საპატრიარქო მმართველის მოვალეობის შემსრულებლად 2010 წელს პატრიარქ მესრობ II მუტაფიანის ავადმყოფობის გამო. თურქეთის სომხური თემის ზოგიერთმა წევრმა გააკრიტიკა ეს ნაბიჯი და საყოველთაო კენჭისყრით ახალი პატრიარქის არჩევა მოითხოვა. საბოლოოდ, სინოდმა გადაწყვიტა 2016 წლის 26 ოქტომბერს პატრიარქის მესრობ II მუტაფიანის გადაყენება და არჩევნების ჩატარება.[2][3] პატრიარქ მესრობ II-ის გარდაცვალების შემდეგ, პატრიარქად საჰაკ II მაშალიანი აირჩიეს

პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საპატრიარქო აქვეყნებს ყოველწლიურ მიმოხილვებს სომხურ ენაზე სახელწოდებით Shoghagat (სხივები ზემოდან), რომელიც მოიცავს თეოლოგიურ, ლიტურგიულ, ისტორიულ და კულტურულ სტატიებს. ყოველკვირეულად (ზაფხულის თვეებში ყოველთვიურად) გამოდის პატარა, ილუსტრირებული ბიულეტენი Lraper. ორენოვანი Lraper არის სომხურ და თურქულ ენებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kevorkian, Raymond (2011-03-30). The Armenian Genocide: A Complete History (en). I.B.Tauris, გვ. 759. ISBN 978-0-85773-020-6. 
  2. Fides, Agenzia. ASIA/TURKEY - Agreement reached on the procedures to elect the new Armenian Patriarch of Constantinople - Agenzia Fides. ციტირების თარიღი: 23 April 2018
  3. Ermeni cemaati patriğini seçmek istiyor. ციტირების თარიღი: 23 April 2018