კონსტანტინოვსკის დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქეების ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კონსტანტინოვსკის დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქეების ძეგლი
რუს. Памятник расстрелянным мирным жителям
მდებარეობა კონსტანტინოვსკი, რუსეთის ფედერაცია
დასრულების თარიღი XX საუკუნის 60-იანი წლები
Images.png გარე სურათები
Image-silk.png კონსტანტინოვსკის დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქეების ძეგლი


კონსტანტინოვსკის დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქეების ძეგლი (რუს. Памятник расстрелянным мирным жителям) — ძეგლი, რომელიც მდებარეობს ფრუნზეს ქუჩაზე, ქალაქ კონსტანტინოვსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. გაიხსნა XX საუკუნის 60-იან წლებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის 60-იან წლებში ქალაქ კონსტანტინოვსკის ჩრდილოეთ გარეუბანში დადგეს იმ მშვიდობიანი მოქალაქეების ძეგლი, რომლებიც დახვრიტეს დიდი სამამულო ომის პერიოდში კონსტანტინოვსკის ოკუპაციის დროს.

დახვრეტილი მოსახლეობის უმეტესობა არ იყო ადგილობრივი მკვიდრი. ესენი იყვნენ ლტოლვილები, ებრაელები ბავშვებთან ერთად. 1942 წლის ზაფხულში დასახლებული პუნქტის მიმდებარედ რამდენიმე სანგარი იყო გათხრილი. დახვრეტამდე ადგილობრივი მოსახლეობა სანგრებში იწვა. გასროლამდე რამდენიმე ხნით ადრე, ერთ-ერთი მცხოვრები, ალექსანდრე ვორობიევი ამოხტა სანგრებიდან და გერმანელებს გასძახა: „არამზადებო, ბავშვები შეიცოდეთ!“. ავტომატების რიგმა ჩაახშო მოსახლეობის ხმა.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქეების ძეგლი რთული კომპოზიციის ძეგლია. მცირე თეთრ კვარცხლბეკზე დგას მეტალის შავი სტელა. სტელაზე მოოქროვილი დორიული სვეტის ნიმუში დგას, მასზე ჯვრის ფორმის კომპოზიცია დგას, ხოლო მასზე დამაგრებულია შავი გვირგვინი, რომლის შუაშიც ნამგალი და უროა გამოსახული. სტელა სრულდება ხუთქიმიანი ვარსკვლავით.

მთელი კომპოზიციის სიმაღლეა 180 სმ. ძირითად შავ სტელაზე მიმაგრებულია ბრინჯაოს ფილა, რომელზეც წარწერაა: „დაკრძალულია 13 კაცი, 14 ქალი და 18 ბავშვი“.

ძეგლის წინ დიდი საფლავია, ზომით 100 х 100 სმ. ორი მცირე საფლავი ზომით 50 х 100 სმ. ძეგლი დაამზადეს ვოლგოგრადში. ძეგლი შემოღობილია აჟურული მეტალის ღობით.

კონსტანტინოვსკში ძეგლი დადგა დახვრეტილი ივანე ვასილკოვსკის შვილმა დიმიტრი ივანეს ძე ვასილკოვსკმა XX საუკუნის 60-იან წლებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Крюков В.Память.//Донские огни.-2005.-5 февраля.(Памятник по ул. Фрунзе)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]