კონსტანტინე I (იმერეთის მეფე)
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან კონსტანტინე I (დავით VI ნარინის ძე))
| კონსტანტინე I | |
|---|---|
|
კონსტანტინე I-ის ფრესკის ფრაგმენტი | |
| იმერეთის მეფე | |
| მმართ. დასაწყისი: | 1293 |
| მმართ. დასასრული: | 1327 |
| წინამორბედი: | დავით VI ნარინი |
| მემკვიდრე: | მიქაელ I |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | ? |
| გარდ. თარიღი: | 1327 |
| დინასტია: | ბაგრატიონები |
| მამა: | დავით VI ნარინი |
კონსტანტინე I (გ. 1327) — იმერეთის მეფე 1293-1327, დავით VI ნარინის ძე. ვახტანგ II-ის მომდევნო ძმა. მეფობას ეცილებოდა უმცროსი ძმა მიქელი, რომელმაც დაიპყრო რაჭა-ლეჩხუმი და არგვეთი. ძმებს შორის ბრძოლა კონსტანტინე I-ის გარდაცვალებამდე არ შეწყვეტილა. შინაური არეულობით ისარგებლეს მსხვილმა ფეოდალებმა (დადიანმა, შერვაშიძემ, გურიელმა) და ოდიში (სამეგრელო), აფხაზეთი, გურია ცენტრალური ხელისუფლებისაგან თითქმის დამოუკიდებელ სამთავროებად აქციეს. კონსტანტინე I აღესრულა 1327 წელს. შვილი არ დარჩენია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გუჩუა ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 642.
- სანიკიძე გ., სანიკიძე ლ., უბის ისტორია, თბ., 1992
| წინამორბედი: დავით VI ნარინი |
იმერეთის მეფე 1293 - 1327 |
შემდეგი: მიქაელ I |