კონსტანტინე ხუციშვილი
კონსტანტინე ხუციშვილი (დ. 21 აგვისტო, 1914, თბილისი — გ. 17 ნოემბერი, 1980, თბილისი) — ქართველი მხატვარი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მხატვარი (1962).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1927-1930 წლებში სწავლობდა თბილისში მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სტუდიაში, 1930-1934 წლებში კი სწავლობდა სამხატვრო აკადემიაში. 1940 წელს დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა სამხატვრო აკადემიაში. ძირითადად მუშაობდა ნატურმორტის ჟანრში; ავტორია ისტორიულ თემატიკაზე შექმნილი ფერწერული ტილოებისა და პეიზაჟებისა. მისი ნამუშევრებაი: „ხოხბები და ხილი“ (1945, ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი), „ხოხბები“ (1947, აღმოსავლეთ ხალხთა ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი), „ვარდები“ (1980, მხატვრის ოჯახის კუთვნილება, თბილისი), „შემოდგომა“ (1941, საქართველოს სურათების გალერეა, თბილისი), „რკინიგზელთა გაფიცვა, 1900“ (1940, ი. ბ. სტალინის სახლ-მუზეუმში, გორი) და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 520.