კონსტანტინე ჩოლოყაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კონსტანტინე ჩოლოყაშვილი (დ. 18 აგვისტო, 1922, თბილისი — გ. 14 ოქტომბერი, 2013) — ქართველი ისტორიკოსი, ეთნოლოგი.

1945 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, დოცენტი.

ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო თემა — „საბრძოლო იარაღის წარმოების ისტორიისათვის საქართველოში“, დაიცვა 1959 წელს.

მიღებული აქვს დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება. საქართველოს კულტურის სამინისტრომ მიანიჭა საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწის წოდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]