კონსტანტინე პაპინაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსტანტინე პაპინაშვილი
დაბადების თარიღი 15 სექტემბერი, 1898 (1898-09-15) (125 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონსტანტინე პაპინაშვილი (დ. 15 სექტემბერი, 1898, თბილისი — გ. 2 მარტი, 1975) — ქართველი გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1967).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1926 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი გეოფიზიკოსის სპეციალობით.

ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მუშაობდა თბილისის ფიზიკურ ობსერვატორიაში. 1930 წელს მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის სამმართველოს ამინდის უნივერსიტეტში. 1936 წლიდან ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების გამგეა. იგი საქართველოში პირველი სინოპტიკოსი იყო, რომელიც ემსახურებოდა ავიაციას ამინდის საიმედო პროგნოზებით და შტორმული გაფრთხილებებით. 1929 წლიდან მიწვეული იყო სინოპტიკოსად ამიერკავკასიის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოში. ამასთან ერთად, ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას. სხვებთან ერთად მან შეისწავლა ამიერკავკასიაში მიმდინარე ცირკულაციური პროცესების თავისებურებანი. პირველად იქნა დადგენილი სინოპტიკური პროცესების ტიპები და მათთან დაკავშირებული ამინდის ხასიათი, რომელთა მეშვეობითაც ხდება ჰაერის მასების შემოსვლა ამიერკავკასიაში. შემდეგში დიდი ყურადღება დაუთმო ატმოსფერული პროცესების დინამიკას და მათ თავისებურებებს. მის საკანდიდატო ნაშრომში მოცემულია სეზონური პროგნოზის მეთოდის დამუშავების ცდა კავკასიაში. სადოქტორო ნაშრომი დაიბეჭდა მონოგრაფიად. მასში მდიდარი ფაქტობრივი მასალის ანალიზის საფუძველზე მოტანილია ატმოსფეროს ზოგადი ცირკულაციის ღრმა ანალიზი ჩრდილეოთ ნახევარსფეროსათვის. გამოკვლეულია ატმოსფეროს ცირკულაციისა და ამინდის ხასიათის სეზონური თავისებურებანი; დაადგინა ჰაერის ტემპერატურისა და ატმოსფერული ნალექების გამომწვევი პირობები. ნაშრომში მოცემულია ამიერკავკასიაში ბუნებრივი სინოპტიკური პერიოდებისათვის ატმოსფერული პროცესების, ჰაერის ტემპერატურისა და ატმოსფერული ნალექების პროგნოზის მეთოდიკა. 1950-1952 წლებში იგი შეთავსებით მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის უნივერსიტეტში, სადაც თავისი წვლილი შეიტანა სინოპტიკური კლიმატის გაშუქების საქმეში. 1953 წლიდან დაინიშნა ამიერკავკასიის რეგიონალურ სამეცნიერო-კვლევით ჰიდრომეტეოროლოგიურ უნივერსიტეტში განყოფილების გამგედ. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მისი უშაულო მონაწილეობით შედგა მეთოდური დარიგება მოკლევადიანი პროგნოზის შესახებ.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1948 წელს „საქართველოს ატმოსფერული პროცესების დინამიკის თვალსაზრისით გაზაფხულის დახასიათება“. სადოქტორო დისერტაციის თემა — დაიცვა 1963 წელს „ატმოსფერული პროცესები ამიერკავკასიაში და მათი კავშირი ევრაზიის მაკროცირკულაციურ პროცესებზე“.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1970 — მულტანოვსკის სახელობის პრემია
  • 1967 — საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ამინდი და მისი მეცნიერული წინასწარმეტყველება (ავტორი), თბ., საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1952, გვ. 48

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 219-220

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]