კონსტანტინე მაყაშვილის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსტანტინე მაყაშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
ისტორიული რაიონი ვერე
წინა სახელები აგურის მესამე ქუჩა, გენერალ ტერგუკასოვსკის ქუჩა, დავით გურამიშვილის ქუჩა.

კონსტანტინე (კოტე) მაყაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს მთაწმინდის რაიონში (ვერე); მიხეილ ზანდუკელის ქუჩიდან პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ადრე აგურის მესამე ქუჩა ერქვა, 1900 წელს — გენერალ ტერგუკასოვის (დატანილია თბილისის 1900 წლის გეგმაზე), 1923 წელს — დავით გურამიშვილის, 1965 წელს კონსტანტინე მაყაშვილის სახელი ეწოდა. შემონახულია XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლები. აქვს ერთი ჩიხი.

1900-იან წლებში მაყაშვილის ქუჩის ბოლოდან იწყებოდა თბილისის წმინდა მიხეილ ტვერელის ეკლესიამდე მისასვლელი გზა. ეკლესია აშენდა კავკასიის მეფისნაცვლის (1905-1915) ილარიონ ივანეს ძე ვორონცოვ დაშკოვის მეუღლის გრაფინია ელისაბედის თაოსნობითა და ფულადი შემწეობით. ახალგაყვანილ გზას მის პატივსაცემად „ელისაბედის პროსპექტი“ ერქვა (დატანილია თბილისის 1913 წლის გეგმაზე).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]