კონსტანტინე მადიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კონსტანტინე მადიჩი (დ. 6 ნოემბერი, 1922, თბილისი, — 2003) — ქართველი ექიმი.

1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფასკულტეტი.

1947 წელს იყო რესპუბლიკის ონკოლოგიური დისპანსერის ორდინატორი; 1951–1952 წლებში ქალაქის ონკოდისპანსერის მთავარი ექიმი; 1952–1956 წლებშ თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი; 1957–1962 წლებში ონკოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1962–1974 წლებში დოცენტი; 1974–1990 წლებში კათედრის გამგე; 1990 წლიდან ონკოლოგიის კათედრის დოცენტია და 1993 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიის შპს ონკოლოგიის კათედრის გამგე. ავტორია 160–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, რომელთა უმრავლესობაც სარძევე ჯირკვლის, კანის, საჭმლის მემნელებელი ტრაქტის, სასუნთქი გზების კიბოს დიაგნოსტიკის მკურნალობისა და ეპიდემიოლოგიის საკითხებს ეხება. წლების განმავლობაში სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა ექიმ–გინეკოლოგთა მომზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. მისი ბიოგრაფიული მონაცემები შეტანილია კემბრიჯისა და ნიუ–იორკის ინტერნაციონალურ სამეცნიერო ცნობარებში (1997–1998), მონაწილეობდა საერთაშორისო კონგრესებში.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „კანის კიბოს კლინიკო მორფოლოგიური თავისებურებანი საქართველოში“, დაიცვა 1959 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მედიკო–სოციალური აკადემია, წევრი
  • საქართველოს ონკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე
  • სსრკ სამედიცინო აკადემიის საპრობლემო კომისიის ავთვისებიანი სიმსივნეების კლინიკა და მკურნალობა, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2002 - დამსახურებული მედიკოსის მედალი
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1996 - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საპატიო სიგელი
  • 1985 - რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი
  • გრიგოლ მუხაძის სახელობის მედალი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]