კონსტანტინე თავზარაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კონსტანტინე თავზარაშვილი (დ. 15 აგვისტო, 1957, გორი)[1]ქართველი ინჟინერ-მშენებელი და პოლიტიკოსი. გორის მუნიციპალიტეტის მერი 2017 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1974 წელს დაამთავრა ქ. გორის №3 საშუალო სკოლა. 1981 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.[2] 1975–1982 წლებში იყო გორის რაიონის საპროექტო ბიუროს არქიტექტორი, 1982–1985 წლებში — ქ. გორის საქალაქო კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი, 1988–1991 წლებში — ავტოსატრანსპორტო გაერთიანების პარტიული კომიტეტის მდივანი, 1991–1992 წლებში — ავტოსატრანსპორტო გაერთიანების მშნებლობის განყოფილების უფროსი, 1992–1998 წლებში — გორის სასურსათო კომბინატის დირექტორის მოადგილე, 1998–2002 წლებში — შპს „მარინის“ დირექტორი. 2002–2004 წლებში იყო ქალაქ გორის გამგებლის მოადგილე,[3] 2004–2006 წლებში გამგებლის მოვალეობას ასრულებდა. 2013–2014 წლებში იყო „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, არჩევნების კოორდინატორი და შტაბის უფროსი.[2] 2014 წლიდან 2017 წლის 14 ნოემბრამდე იყო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამავე დღიდან არის გორის მუნიციპალიტეტის მერი.[1]

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.[2][3]

ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.[2][3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 კონსტანტინე თავზარაშვილი — თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2020.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 კონსტანტინე თავზარაშვილი. ძლიერი თვითმმართველობა — ძლიერი საქართველო. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2020.
  3. 3.0 3.1 3.2 კონსტანტინე თავზარაშვილი. გორის მუნიციპალიტეტის მერია. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2020.