კონსტანტინე ზალდასტანიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსტანტინე ზალდასტანიშვილი
დაბ. თარიღი 25 დეკემბერი, 1960(1960-12-25)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 25 დეკემბერი, 2017(2017-12-25) (57 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა დიპლომატი, ინჟინერი და მეცნიერი
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

კონსტანტინე ზალდასტანიშვილი (დ. 25 დეკემბერი, 1960, თბილისი — გ. 25 დეკემბერი, 2017) — ქართველი დიპლომატი, თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1982 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მართვის ავტომატიზებული სისტემების სპეციალობით.

1982-1983 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის მართვის ავტომატიზირებული სისტემების კათედრასთან არსებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინჟინერი. 1983-1984 წლებში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობაში პროგრამული მართვის კათედრის ლაბორანტი. 1984-1987 იყო წლებში დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტი. 1987-1989 წლებში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრის ასისტენტი. 1989-1990 წლებში მუშაობდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტის ტექნიკური ფაკულტეტის მკვლევარად. 1990-1992 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა მანქანათმშენებლობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში და ამავე უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის კათედრის დოცენტი. 1992-1993 წლებში საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტის სამმართველოს უფროსი. 1993-1994 წლებში იყო თბილისის მერიის საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსი. 1994-1995 წლებში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. 1995-1998 წლებში იყო საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრი. 1998-1999 წლებში ბრიუსელში ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. 1999-2000 წლებში ბრიუსელში ევროკავშირთან, ევროგაერთიანების კომისიებსა და ევროკავშირის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. 2000-2005 წლებში ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. 2005-2013 წლებში იყო ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი. 2013 წლიდან ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი. 1998 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „სახარატო დამუშავების დინამიური მოდელირება“, დაიცვა 1987(დრეზდენი).

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2017)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 1998-1999, გვ. 131

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]