კონსტანტინე გძელიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

კონსტანტინე (კოტე) კონსტანტინეს ძე გძელიშვილი (დ. 13 სექტემბერი, 1902, თბილისი, — გ. 15 ივლისი, 1970, იქვე) — ქართველები ფერმწერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1962).


დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1927). აქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1938 წლიდან). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1927 წლიდან. მის შემოქმედების ძირითადი თემაა საქართველოს ბუნება და არქიტექტურული ძეგლები: „ძველი თბილისი“ (1945), „ქართლის პეიზაჟი“ (1950), „გორის ხედი“ (1938), „დუშეთი“ (1957), „ქართლი“ (1962), აქვს ისტორიულ თემებზე შექმნილი სურათები: „კრაკოვის კონფერენცია“ (1938), „საკუთარი კერის დაცვა“ (1943), პორტრეტები და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]