კონსტანტინე გორეცკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საფლავის ქვა

კონსტანტინე ეფიმის ძე გორეცკი (რუს. Константин Ефимович Горецкий; დ. 18 დეკემბერი, 1870, ქუთაისი, — გ. 5 მარტი, 1947, მოსკოვი) — რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1914).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, შემდეგ 1888 წელს თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი. 1890 წლიდან მსახურობდა ჯარში. დაამთავრა გენერალური შტაბის საინტენდანტო კურსები. იყო 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე, 1908 წლიდან — პოლკოვნიკი, 1911 წლიდან — შეიარაღებული ძალების მთავარი ინტენდანტი. 1918 წლიდან მსახურობდა წითელ არმიაში. 1928 წლის 7 სექტემბერს მიენიჭა შრომის გმირის წოდება. 1928 წლიდან გავიდა პენსიაზე. 1940 წელს იყო წითელი არმიის მთავარი საინტენდანტო სამმართველოს სამეცნიერო კონსულტანტი. დაჯილდოებულია წმინდა ანას, წმინდა ვლადიმირის და წმინდა სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩიეს სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]