შინაარსზე გადასვლა

კონსტანტინე გიორგაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგაძე.

კონსტანტინე ლევანის ძე გიორგაძე (დ. 12 ოქტომბერი, 1923, თბილისი — გ. 8 დეკემბერი, 2004, იქვე) — ქართველი რენტგენოლოგი და სამედიცინო რადიოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1970), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1990), საქართველოს სამედიცინო აკადემიის წევრი (1996).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1946 წელს.

1946–1953 წლებში იყო ექიმი, უფროსი ლაბორანტი, 1953–1955 წლებში ასპირანტი, 1955–1959 წლებში ასისტენტი, 1959–1969 წლებში დოცენტი, 1969–1973 წლებში რენდგენოლოგიისა დარადიოლოგიის კათედრის პროფესორი. 1973 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის კათედრის გამგე; ავტორია 100–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა; გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მონოგრაფია; მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია 10 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია. საქართველოს სამედიცინო რადიოლოგიის სკოლის ერთ–ერთი დამაარსებელი და თვალსაჩინო წარმომადგენელია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „Функциональное состояние щитовидной железы при гипертонической болезни“, დაიცვა 1957 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „Радиоизотопная диагностика функции щитовидной железы“ დაიცვა, 1960 წელს.

1990 წელს მიენიჭა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

იყო საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტი და საქართველოს სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი.

  • სხივური დიაგნოსტიკა და სხივური თერაპია : სახელმძღვ. სამედ. უნ-ტის სტუდ. (ავტორი) // ნაწ. 2 . - თბილისი, ლეგია, 1997. - 200გვ.
  • სხივური დიაგნოსტიკა და სხივური თერაპია : სახელმძღვ. სამედ. უნ-ტის სტუდ. (ავტორი) // ნაწ. 3. - თბილისი, ლეგია, 1992. - 361გვ.
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკა. (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1966. - 295გვ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]