კონსტანტინე აბდუშელიშვილი
კონსტანტინე აბდუშელიშვილი (დ. 11 მაისი, 1934, თბილისი — გ. 20 ნოემბერი, 1991) — ქართველი გეოგრაფი და გეოლოგი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1961 წელს.
1960 წლიდან მუშაობდა ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში ჯერ ლაბორანტად, შემდეგ უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ უფროს მეცნიერ თანამშრომლად და ბოლოს გლაციოლოგიის ლაბორატორიის გამგედ. გამოქვეყნებული აქვს 64 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც მოცემულია ზვავების წარმოქმნის თავისებურებები, ტერიტორიის ზვავსაშიშროება, ზვავების ვერტიკალური განაწილება და გენეტიკური ტიპები, სხვადასხვა გენეზისის ზვავების წინასწარმეტყველებისა და ზვავსაწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშვების საკითხები, ზვავების რეჟიმი და გავრცელების თავისებურებები.
1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა - „ამიერკავკასიისა და დაღესტნის ასსრ თოვლის ზვავები და ზოგიერთი ზვავის სახეობის პროგნოზის მეთოდი“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბილისი, 2003, გვ. 15-16.