კონრად მიგი
| კონრად მიგი | |
|---|---|
|
| |
| სრული სახელი | კონრად ვილჰელმ მაგი |
| დაიბადა | 1 ნოემბერი,1878 |
| დაბადების ადგილი | ჰელენურმეს მამული, ლივონიის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
| გარდაიცვალა | 15 აგვისტო, 1925 |
| გარდაცვალების ადგილი | ტარტუ, ესტონეთი |
| ეროვნება | ესტონელი |
| სფერო | ხელოვნების სფერო |
| მიმდინარეობა | მოდერნიზმი |
| ჟანრი | პორტრეტი |
კონრად ვილჰელმ მიგი (1878 წლის 1 ნოემბერი – 1925 წლის 15 აგვისტო) ერთ-ერთი პირველი მოდერნისტი მხატვარი ესტონეთსა და სკანდინავიურ ქვეყნებში, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობის საფუძველია ვიზუალური პეიზაჟები. მან მხოლოდ თექვსმეტი წელი იმუშავა, თუმცა მისი შემოქმედების მთლიანი მოცულობა დაახლოებით 400 ნახატს შეადგენს.[1]
მისი ნამუშევრების არაერთი გამოფენა მოეწყო ესტონეთში, ბოლო წლებში კი მისი ხელოვნება აღმოაჩინეს ევროპაში: 2017 წელს რომში, Galleria Nazionale d'Arte Moderna-ში მოეწყო კონრად მიგის ნახატების პერსონალური გამოფენა; 2018 წელს მისი ნამუშევრები გამოიფინა ორსეის მუზეუმში გამოფენაზე Wild Souls: Symbolism in Art of Baltic State; 2021 წელს მეგის ასზე მეტი ნამუშევარი გამოიფინა ესპუს EMMA მუზეუმში, ხოლო 2022 წელს იგივე ნამუშევრები გამოიფინა ლილეჰამერის ხელოვნების მუზეუმში.
კონრად მიგის ნამუშევრები განსაკუთრებით დაფასებულია მათი ცოცხალი და იმპულსური ფერებით და ბუნებისადმი პანთეისტური მიდგომით, რაც მას უნიკალურს ხდის ევროპულ მე-20 საუკუნის მოდერნიზმში. მიგი მუშაობდა ევროპის სხვადასხვა კუთხეში, რის მიხედვითაც მისი შემოქმედება დაყოფილია საკმაოდ განსხვავებულ თავებად: დანია, ნორვეგია, საფრანგეთი, კუნძული საარემაა, სამხრეთ ესტონეთი, იტალია და ა.შ. მისი ხელოვნების მიღებამ ასევე გაიარა სხვადასხვა პერიოდი. 1920-იან და 1930-იან წლებში კონრად მიგის შემოქმედებამ გავლენა მოახდინა იმ დროს შექმნილი ესტონური ხელოვნების დიდ ნაწილზე. მეორე მსოფლიო ომის დროს დაგმეს მისი ხელოვნება (საბჭოთა ხელისუფლებამ ბრძანა მისი ნამუშევრების ამოღება გამოფენებიდან, წერილების განადგურება და ა.შ.); ის აკრძალული იყო 1950-იანი წლების მეორე ნახევრამდე. 1950-იანი წლების ბოლოს, როდესაც პოლიტიკური სიმკაცრე შერბილდა, მიგის შემოქმედება "ხელახლა დაინერგა" და ჩატარდა რამდენიმე რეტროსპექტივა.[2] იმისდა მიუხედავად, რომ მიგიმ თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ქალაქებში გაატარა, მისი შემოქმედება ძირითადად ლანდშაფტების გარშემო ტრიალებს: გარემოს, რომელსაც აკლია ადამიანები, სადაც ბუნება გვთავაზობს ირაციონალურ, მისტიკურ, მეტაფიზიკურ და რელიგიურ გამოცდილებას. კონრად მიგის შემოქმედება ეფუძნება ეგზისტენციალურ დაძაბულობას, რამაც მას სხვა პოტენციური სამყაროებისკენ სწრაფვა უბიძგა. ახალგაზრდობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა რევოლუციურ მოძრაობაში, მაგრამ მოგვიანებით მთლიანად ჩამოშორდა პოლიტიკას და მთლიანად ხელოვნებაზე გაამახვილა ყურადღება. "ბედნიერება ჩვენთვის არ არის ღარიბი მიწის შვილებო", - დაწერა ერთხელ მიგიმ. „ჩვენთვის ხელოვნება ერთადერთი გამოსავალია, რადგან როცა სული ივსება ცხოვრების მარადიული ტანჯვით, ხელოვნება გვაწვდის იმას, რასაც სიცოცხლე ვერ მოგვცემს. იქ, ხელოვნებაში, საკუთარ შემოქმედებაში, შეიძლება სიმშვიდის პოვნა“.[3]
ლანდშაფტის ნახატების გარდა, მიგიმ დახატა პორტრეტები (მათ შორის ქალთა მოძრაობის წევრების რამდენიმე პორტრეტი) და ნატურმორტი. ის იყო ესტონეთის პირველი უმაღლესი სამხატვრო სკოლა „პალასის“ პირველი დირექტორი.
კონრად მიგის ჯანმრთელობა სერიოზულად აწუხებდა მას მთელი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში: სხვადასხვა დაავადებებმა გამოიწვია მისი ჯანმრთელობის სწრაფი გაუარესება 1920-იან წლებში. კონრად მეგი მხოლოდ 46 წლის იყო, როცა გარდაიცვალა. მისი ნამუშევრების ნახევარზე მეტის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.[4]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბავშვობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონრად მიგი დაიბადა 1878 წლის 1 ნოემბერს სამხრეთ ესტონეთში. მან ბავშვობა გაატარა ელვას მახლობლად მდებარე პატარა სოფელ უდერნაში, რომელიც გარშემორტყმული იყო დიდი ტყეებით და მასზე გადიოდა დიდი სარკინიგზო ხაზი. მისი მამა, ანდრეს მეგი, აქტიურ მონაწილეობას იღებდა ესტონეთის ეროვნული გამოღვიძების მოძრაობაში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. კონრად მიგის დედის, ლეენა მეგის შესახებ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი. კონრად მეგი იყო უმცროსი შვილი ოჯახში: მას ჰყავდა ოთხი უფროსი ძმა და უფროსი და; კიდევ ერთი უფროსი ძმა ბავშვობაში გარდაიცვალა. პირველი სახელი კონრადი შეირჩა, რადგან გერმანული სახელები პოპულარული იყო იმ დროს ესტონეთის სოფლის მოსახლეობაში. რამოდენიმე თვე სწავლობდა უდერნას დაწყებით სკოლაში.[5] რაღაც უნდა მომხდარიყო ანდრეს მიგის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით: მან უფრო და უფრო ხშირად დაიწყო სამუშაოს შეცვლა. ამან გამოიწვია ოჯახის დაშლა: 11 წლის ასაკში კონრად მიგი დედასთან და დასთან ერთად გადავიდა ტარტუში.[5] In the autumn of 1890, Konrad Mägi began to study at the three-year elementary school of the Tartu Apostolic Orthodox Church, which he quit after only a couple of months. A few years later, he enrolled in the Municipal School of Tartu, but never finished his studies there either.[5] 1890 წლის შემოდგომაზე კონრად მიგიმ სწავლა დაიწყო ტარტუს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის სამწლიან დაწყებით სკოლაში, რომელიც მან დატოვა მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ. რამდენიმე წლის შემდეგ იგი ჩაირიცხა ტარტუს მუნიციპალურ სკოლაში, მაგრამ არც იქ დაამთავრა სწავლა. ამის ნაცვლად, იგი გახდა დურგლის შეგირდი ადგილობრივ ავეჯის ქარხანაში. შემორჩენილია რამდენიმე ავეჯის დიზაინი იმ პერიოდიდან.[5]
ხელოვნების აღმოჩენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მე-19 საუკუნის ესტონეთში სახვითი ხელოვნება იყო ის, რასაც ძირითადად ბალტიისპირელ გერმანელებს ჰქონდათ წვდომა. სოფლის ძირძველ მოსახლეობას არ უნახავს ბევრი ხელოვნების ნიმუში, რომ აღარაფერი ვთქვათ მის შექმნაზე. თუმცა, საუკუნის ბოლოსთვის გაჩნდა სხვადასხვა კულტურული აქტივობები, მათ შორის ხელოვნებისადმი ინტერესი. კონრად მიგი და მისი მეგობრები აქტიურად იყვნენ დაკავებული ფიზიკური კულტურითა და სპორტით, ასევე დაინტერესდნენ თეატრით, ლიტერატურით, ფილოსოფიით და კლასიკური მუსიკით.[5]
1897 წელს კონრად მიგი დასაქმდა ბანდელიერის ავეჯის ქარხანაში, სადაც მას დაევალა რთული როზეტების დამზადება. იმის გამო, რომ ქარხნის მფლობელებს სურდათ პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება, მიგი და სხვა თანამშრომლები ჩაირიცხნენ რუდოლფ ფონ ზურ მიულენის ხატვის კლასებში. იქ მიგიმ შეისწავლა ნახატის პერსპექტივა, ისევე როგორც ტექნიკური ნახაზი და შესაძლოა პირველი შეხვედრები ნახატთან.[5] 1902 წელს მიგიმ გადაწყვიტა წასულიყო და ესწავლა ხელოვნება სანქტ-პეტერბურგის სტიგლიცის ტექნიკური ნახატის სკოლაში.[4]
მოგზაურობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სანკტ-პეტერბურგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონრად მიგი ჩავიდა სანკტ-პეტერბურგში 1903 წლის იანვარში, რათა შეესწავლა ქანდაკება ამანდუს ადამსონის ხელმძღვანელობით შტიგლიცის სკოლაში. მისი სწავლა წარმატებული იყო და ის შეხვდა რამდენიმე სხვა ესტონელს, რომელთა მიზანი იყო მხატვარი გამხდარიყო, მათ შორის ნიკოლაი ტრიიკი. თუმცა, ის არ იყო კმაყოფილი სტიგლიცის ნახატის ტექნიკური და საკმაოდ მშრალი მიდგომით. როდესაც ქანდაკების განყოფილება რამდენიმე ხნის შემდეგ დაიხურა, მიგიმ თანდათან დაკარგა სწავლისადმი ინტერესი. ცნობილია, რომ ის აქტიურად სტუმრობდა მუზეუმებს და ყველაზე მეტად მოხიბლული იყო მიხაილ ვრუბელისა და ნიკოლას როერიხის შემოქმედებით.[4]
როდესაც 1905 წლის რევოლუცია დაიწყო, მიგი მონაწილეობდა მოვლენებში: ამბობენ, რომ მან მოაწყო რამდენიმე პროვოკაცია ეკლესიებში და ეხმარებოდა რევოლუციონერებს იარაღის შენახვაში.
მიგი თანამშრომლობდა რამდენიმე პოლიტიკურ გამოცემასთან ესტონეთში და გაუგზავნა მათ სატირული ილუსტრაციები სიმბოლური ელფერით. სტუდენტთა გაფიცვა გაიმართა შტიგლიცის სკოლაშიც და ერთ-ერთი ორგანიზატორი შესაძლოა მიგი იყო. მან უარი თქვა სწავლის გაგრძელებაზე სკოლაში და ის გაათავისუფლეს. მან განაგრძო სწავლა იაკობ გოლდბლატის სახელოსნოში და ასევე დაიწყო ხელოვნების გაკვეთილების სწავლება, მაგრამ 1906 წლის აპრილში მან დატოვა პეტერბურგი.[4]
ალანდის კუნძულები და ჰელსინკი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მეგი 27 წლის იყო და არც ერთი ნამუშევარი არ ჰქონდა დასრულებული, თუმცა მისი სურვილი გამხდარიყო მხატვარი სულ უფრო მატულობდა. პეტერბურგიდან წასვლის შემდეგ მან გადაწყვიტა 1906 წლის ზაფხული მეგობრებთან ერთად გაეტარებინა ალანდის კუნძულებზე.[4] რომანტიული გარემოთი მოხიბლული და ნიკოლაი ტრიიკის მაგალითის მიბაძვით, მიგიმ პირველად დაიწყო მხატვრობა. ცნობილია, რომ მის ნაქირავებ ოთახში იყო რამდენიმე მხატვრობის ესკიზი, რომელთაგან არცერთი არ არის შემორჩენილი.[6]
შემორჩენილია მხოლოდ ერთი ნახატი ალანდის პერიოდიდან.[7] მას აქვს ძალიან ცოტა მახასიათებელი, რომელიც მოგვიანებით გახდა კონრად მეგის სტილის წარმომადგენელი. მიგიმ საბოლოოდ მოახერხა თანმიმდევრული მუშაობა, შთაგონებული იყო ბუნებით და მას შემდეგ ქალაქში ცხოვრებისა და სოფლად ხატვის ეს ნიმუში ახასიათებდა მის ცხოვრების წესს.[4]
1906 წლის სექტემბერში მიგიმ და მისმა მეგობრებმა დატოვეს ალანდი ჰელსინკში, სადაც მიგი მცირე პერიოდის განმავლობაში სწავლობდა ატენეუმის ხატვის სკოლაში. მან ასევე დაიწყო ხელოვნების გაკვეთილების მიცემა ანი და ავგუსტ ვესანტოსთვის, რომლებიც მალე მისი მეგობრები და მფარველები გახდნენ.ანი ვესანტომ გაყიდა მიგის აკვარელი თავის თამბაქოს მაღაზიაში, მაგრამ მხატვარმა მისგან უმნიშვნელო შემოსავალი მიიღო.
პარიზი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარიზში მიგის პირველი პერიოდი გაგრძელდა 1907 წლის სექტემბრიდან 1908 წლის გაზაფხულამდე. „მე პარიზში ვიყავი ორი დღე. მე საერთოდ არ მომეწონა გერმანია. მათი ტექნოლოგია ფანტასტიკური იყო, მაგრამ მათი სისულელე იყო უფრო ფანტასტიკური. საფრანგეთი სრულიად განსხვავებულია, თავად ფრანგები ნამდვილად მოსაწონები არიან. პარიზი საინტერესო ქალაქია, თუმცა აქ ჩამოსვლისას ჯიბეში სულ რამოდენიმე ფრანკი მქონდა“ [8] წერდა მიგი პარიზში ჩასვლიდან ორი დღის შემდეგ.
მიგი პარიზში თავდაპირველად მოქანდაკე ჯაან კოორტის სახლში დარჩა, მაგრამ მოგვიანებით გადავიდა მხატვართა კოლონიაში La Ruche. სწავლობდა ხატვას Académie Colarossi-სა და Académie de la Grande Chaumière-ის დამოუკიდებელ ინსტიტუტებში.
მიგი ხშირად აწყობდა გამოფენებს, მაგრამ მოდერნისტული ხელოვნება მას არ ხიბლავდა. „რა თქმა უნდა, ეს არ აუმჯობესებს საქმეს: ხშირად შეიძლება იქ ისეთი ნაგვის ნახვა, რომ ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს“, - წერდა იგი მოგვიანებით პარიზის ხელოვნების გამოფენებზე.[8]
ვარაუდობენ, რომ მიგი ჯერ კიდევ არ ხატავდა იმ დროს ფულის სიმცირის გამო. „მთელი ფული, რაც მქონდა, არც თუ ისე ბევრი, რა თქმა უნდა, დავხარჯე თამბაქოსა და ქაღალდზე (თამბაქო საშინლად ძვირი და ცუდია), მატერიალურს არაფერს ვტოვებ“, წერდა ის ავგუსტ ვესანტოს[4]. თუმცა, შესაძლებელია, რომ ის ხატავდა, მაგრამ ნახატები უბრალოდ გაქრა.
1908 წლის ზამთარში ნიკოლაი ტრიიკი ნორვეგიიდან ჩავიდა პარიზში. ტრიიკის წაქეზებით მიგიმ გადაწყვიტა ზაფხულისთვის კოპენჰაგენის გავლით ნორვეგიაში გამგზავრება და შემოდგომაზე პარიზში დაბრუნება.[5]
ნორვეგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონრად მიგის სურდა მხოლოდ რამდენიმე თვის გატარება ნორვეგიაში პარიზში დაბრუნებამდე. ის 30 წლის იყო და მხოლოდ რამდენიმე ნამუშევარი ჰქონდა შექმნილი, მისი ჯანმრთელობა კი თანდათან უარესდებოდა. 1908 წლის აგვისტოში ის გადავიდა სოფლად, სადაც საბოლოოდ შეძლო ფოკუსირება ხელოვნებაზე: ის სწავლობდა, რადგან მისი მიზანი იყო შემოდგომაზე პარიზის სახვითი ხელოვნების აკადემიაში მისაღები გამოცდების ჩაბარება. სამწუხაროდ, მას არ ჰქონდა საკმარისი ფული ნორვეგიის დასატოვებლად, ამიტომ დარჩა კიდევ ორი წელი.[4]
ნორვეგიაში მიგიმ საბოლოოდ დაიწყო ხატვა. ის არც ათარიღებდა და არც მდებარეობა უთითებდა ნამუშევრებზე: მისი მიზანი იყო რეალობის განზე გაშვება და რიტმებისა და სტრუქტურების შეგრძნება, რომლებიც ქმნიან საგნებისა და ფენომენების რეალურ არსს. მან მონაწილეობა მიიღო ოსლოში, ბლომკვისტის გალერეაში გამართულ გამოფენაში, მაგრამ გარღვევა არ მომხდარა. თუმცა მან ასევე გაგზავნა თავისი ნამუშევრები ესტონეთში 1910 წელს Noor-Eesti (ახალგაზრდა ესტონეთი) ლიტერატურული ჯგუფის მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე გამოსატანად და ეს იყო პოპულარობის დასაწყისი მის სამშობლოში.[4]
მიგის ნორვეგიული პეიზაჟები მოიცავს ბუნების პანორამულ და რეალისტურ ხედებს და თითქმის ჰალუცინაციურ ჭაობის პეიზაჟებს.[2]
- „ნორვეგიული ლანდშაფტი“, 1908-1909, ზეთი მუყაო, ესტონეთის ხელოვნების მუზეუმი
- „ნორვეგიული ლანშაფტი (ზამთრის პეიზაჟი)“, 1908-1910, ზეთი ტილო, ესტონეთის ხელოვნების მუზეუმი
- „ნორვეგიელი გოგონას პორტრეტი“, 1909, ზეთი, ტილო, ტარტუს ხელოვნების მუზეუმი
- „ნორვეგიული ლანდშაფტი ფიჭვით“, 1908-1910, ზეთი, ტილო, ესტონეთის ხელოვნების მუზეუმი
- ნორვეგიული ლანდსკაპი", 1909, ზეთი ტილო, ესტონეთის ხელოვნების მუზეუმი.
- „ნორვეგიული ლანდშაფტი. ჭაობის ლანშაფტი“, 1908-1910, ზეთი, ტილო, ესტონეთის ხელოვნების მუზეუმი.
- "ნორვეგიული ლანდშაფტი", 1909, ზეთი ტილო, ესტონეთის ხელოვნების მუზეუმი
პორტრეტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ესტონეთში დაბრუნებული მიგი ტარტუში დის სახლში დარჩა. 1913 წელს მან დაიწყო შეკვეთილი პორტრეტების ხატვა, შემდეგ წლებში კი ძირითადად მაღალი კლასის ქალბატონებს ხატავდა. პოტენციურ მოდელებსაც თავად უახლოვდებოდა და ეკითხებოდა, იპოზიორებდნენ თუ არა მისთვის. მას განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა სხვა ეთნიკური ჯგუფების პერსონაჟებისადმი: ებრაელი, ბოშა თუ პოლონელი ხალხი და ა.შ.[4]
- „ებრაელი ქალი“, 1915-1916, ზეთი, ტილო, ესტონეთის ხელოვნების მუზეუმი
- „მარი რეისიკის პორტრეტი“, 1916, ნახშირი, პასტელი, ქაღალდი, ესტონეთის ხელოვნების მუზეუმი
- „ქალბატონის პორტრეტი“, 1916-1917, ზეთი, ტილო, ესტონეთის ხელოვნების მუზეუმი
- „ალვინ კაპას პორტრეტი“ ზეთი, ტილო. ელ კუნილას ხელოვნების კოლექცია.
დაბრუნება ესტონეთში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1913 წლის ზაფხულში კონრად მიგი გაემგზავრა საარემააში. იმის გამო, რომ მისი ჯანმრთელობა უარესდებოდა, ის იმედოვნებდა, რომ ადგილობრივი სამკურნალო ტალახი და უკეთესი კლიმატი მას გარკვეულ შვებას მოუტანდა.
მიგი ძირითადად პატარა კუნძულ ვილსანდიზე ხატავდა, სწრაფად მუშაობდა და დიდად არ მოძრაობდა. მისი ფუნჯი უფრო მკვრივი და ინტენსიურია, ვიდრე ნორვეგიაში, და ნახატები შედგება ფერის პატარა წერტილებისგან, რომლებიც ქმნიან აბსტრაქტულ და არა რეალისტურ შთაბეჭდილებას. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ესტონეთის პეიზაჟები თანამედროვე ხელოვნების საშუალებებით იქნა გამოსახული. საარემაას პეიზაჟების ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია.
მომდევნო წლებში მიგი დასახლდა ტარტუში და ზაფხულობით ატარებდა ხატვას სამხრეთ ესტონეთში (კასარიცაში, პუჰაიარვეს ტბის მახლობლად, ოტეპეაში და ა.შ.). 1910-იანი წლების შუა ხანებში მიგის პეიზაჟები შედარებით ბნელი გახდა, ფერწერულ სივრცეში შედიოდა ხეების ბნელი კედლები და საშინელი ცა . ეს სიბნელე შეიძლება მიეწეროს მიგის ხანგრძლივ დეპრესიას და მის თანდათანობით გაუარესებულ ჯანმრთელობის პრობლემებს.
1910-იანი წლების შუა ხანებში მიგიმ დაიწყო ხელოვნების სწავლება, ხოლო ათწლეულის ბოლოს მან და მისმა თანატოლებმა დააარსეს პალასის სამხატვრო სკოლა. მიგი აირჩიეს სკოლის პირველ დირექტორად.
- „ალიდე ასმუსის პორტრეტი“, 1912-1913, ზეთი, ტილო, ტარტუს ხელოვნების მუზეუმი
- „საარემაას მოტივი“, 1913, ზეთი, ტილო, ესტონეთის ხელოვნების მუზეუმი
- „ზღვის სანაპირო საარემააში“, 1913-1914, ზეთი, მუყაო, ენ კუნილას ხელოვნების კოლექცია
- „ვილსანდის ლანდშაფტი“, 1913-1914, ზეთი, ტილო, ტარტუს ხელოვნების მუზეუმი
- „ლანდშაფტი მზესთან ერთად“, 1913-1914, ზეთი, მუყაო, ესტონეთის ხელოვნების მუზეუმი
- „საარემაა. ეტიუდი“, 1913-1914, ზეთი მუყაო, ენ კუნილას ხელოვნების კოლექცია
- „ზღვის კომბოსტო“, 1913-1914, ზეთი, ტილო, ესტონეთის ხელოვნების მუზეუმი
- „ვილიანდიდან ტარტუამდე“, 1915-1916, ზეთი, ტილო, ესტონეთის ხელოვნების მუზეუმი
- „მედიტაცია. (პეიზაჟი ქალბატონთან ერთად)“, 1915-1916, ზეთი, ტილო, ესტონეთის ხელოვნების მუზეუმი.
- „ვირუმას პეიზაჟი“, 1916-1917, ზეთი, ტილო, ესტონეთის ხელოვნების მუზეუმი
- „კასარიცას ლანდშაფტი“, 1916-1917, ზეთი, ტილო, ვილიანდის მუზეუმი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Konrad Mägi, Official homepage
- Works by Konrad Mägi at the Art Museum of Estonia
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Epner, Eero (2023). Konrad Mägi. Seninägemata maalid.. Tallinn: Konrad Mägi Sihtasutus, გვ. 43.
- 1 2 Eero, Epner (2018). Konrad Mägi. Tallinn: Eesti Kunstimuuseum, გვ. 34.
- ↑ Letter to August Vesanto from 16 December 1907.
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 Epner, Eero (2020). Konrad Mägi. Tallinn: Eesti Kunstimuuseum, გვ. 24.
- 1 2 3 4 5 6 7 Epner, Eero (2017). Konrad Mägi. Tallinn: OÜ Sperare, გვ. 205.
- ↑ "A. Vaga, F. Tuglase, J. Genessi ja G. Suitsu mälestused Konrad Mäest".
- ↑ "Åland Motif", 1906, oil on canvas. Enn Kunila’s art collection.
- 1 2 Letter to Peeter Rootslane from 22 September 1907.
