შინაარსზე გადასვლა

კონოსუკე მაცუშიტა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონოსუკე მაცუშიტა
დაბადების თარიღი 27 ნოემბერი, 1894
Wakayama, ვაკაიამის პრეფექტურა
გარდაცვალების თარიღი 27 აპრილი, 1989 (94 წლის)
Moriguchi
მოქალაქეობა  იაპონია[1]
 იაპონიის იმპერია
საქმიანობა ბიზნესმენი
ორგანიზაცია მაცუშიტა ელექტრიკი
შვილ(ებ)ი Sachiko Matsushita

კონოსუკე მაცუშიტა (იაპონ. 松下 幸之助; დ. 27 ნოემბერი, 1894 — გ. 27 აპრილი, 1989) — იაპონელი ბიზნესმენი, „მაცუშიტა ელექტრიკის“ დამფუძნებელი.

მაცუშიტა დაიბადა ვაკაიამის პრეფექტურაში 1894 წლის 27 ნოემბერს მიწის მესაკუთრის მრავალშვილიან ოჯახში. ჯერ კიდევ მის პატარაობაში, ოჯახი გაკოტრდა და იძულებული გახდა დიდი სახლიდან პატარა ბინაში გადასულიყო. 9 წლისამ მიატოვა სკოლა და სამუშაოდ წავიდა ნახშირის ქარხანაში, მოგვიანებით კი ველოსიპედების ქარხანაში. 15 წლის ასაკში დაინტერესდა ელექტრონიკით და გახდა ელექტრიკოსის ასისტენტი Osaka Electic Light Company-ში. ის სწრაფად მიიწევდა კარიერულ კიბეზე, მაგრამ 1918 წელს დატოვა კომპანია და დააარსა Matsushita Electric, რომელიც 1935 წელს გადაკეთდა Matsushita Electric Industrial Co. Ltd, რომლის პრეზიდენტიც თავად იყო. 1961 წელს კონოსუკე გახდა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, 1973 წელს კი — უფროსი მენეჯმენტის კონსულტანტი.

კონცერნ „ფილიპსთან“ თანამშრომლობამ შესაძლებელი გახადა ტელე და რადიოაპარატურის წარმოება ახალ სიმაღლეზე გადასულიყო, რასაც შედეგად ახალი ბრენდის „Panasonic“-ის გაჩენა მოჰყვა.

1946 წელს მაცუშიტამ დააარსა PHP ინსტიტუტი საზოგადოებაში მშვიდობისა და კეთილდღეობის იდეების კვლევისა და გავრცელების მიზნით, როგორც სულიერად, ასევე მატერიალურად.

  • 1968 — „ჰარმონიისა და ბედნიერების გზის ძებნა“
  • 1973 — „ბიზნეს-გადაწყვეტილებების ალბომი“
  • 1974 — „ცოდნით მართვის ალბომი“
  • 1975 — „ხელმძღვანელობა პირობებით“
  • 1981 — „ჩვენი თანამშრომლების გადაწყვეტილებების ალბომი“

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. LIBRISNational Library of Sweden, 2018.