კონოპიშტეს სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Konopiste panorama z jizni terasy.JPG

კონოპიშტე—ისტორიული სასახლე ჩეხეთში, ქ. ბენეშოვთან ახლოს, ცენტრალური ბოჰემიის მხარეში, პრაღიდან 40კმ სამხრეთ-აღმოსავლეთით. ბენეშოვის ცენტრიდან დაახლ. 2კმ დასავლეთით. დღეისათვის მეტწილად ცნობილია, როგორც ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრის, ფრანც ფერდინანდის და მისი ჩეხი მეუღლის, ჟოფიე (სოფია) ხოტკოვას უკანასკნელი და ძირითადი ადგილსამყოფელი. მიმდებარე ტერიტორია ამჟამად დაცულია როგორც ჩეხეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. არის სახლემწიფოს საკუთრებაში (ეროვნული კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ბალანსზე) და ღიაა საზოგადოებისათვის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასახლე მე-13 საუკუნეში აშენდა როგორც ციხესიმაგრე და თავისი არსებობის მანძილზე მრავალი რეკონსტრუქცია განიცადა. მისი მფლობელები იყვნენ ბენეშოველების, შტერნბერგების და მოგვიანებით ჰაბსბურგების დინასტიები. მფლობელთან ერთად იცვლებოდა სასახლის არქიტექტურაც. სასახლის არქიტექტურა იყოფა შემდეგ პერიოდებად:

  • გოთიკა—აშენდა მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში, როგორც ციხესიმაგრე.
  • გვიანდელი გოთიკა/რენესანსი— მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა მისი რეკონსტრუქცია და მნიშვნელოვანი გოთიკური ელემენტების შეტანა.
  • ბაროკო და როკოკო—1605 წელს აშენდა რენესანსული სტილის სასახლე, ხოლო 1725 წელს მას დაემატა ბაროკოს სტილის კარიბჭე და ალაყაფის კარი.
  • ნეოგოთიკა—1889-1994 წლებში ჩატარებული რეკონსტრუქციის შედეგად შეიცვალა ზოგიერთი კოშკის მოხაზულობა და მათ მიეცა პოლიგონარული სახე, ასევე ცვლილებები შევიდა ინტერიერში.