შინაარსზე გადასვლა

კონონ სამოსელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონონ სამოსელი
ძვ. ბერძნ. Κόνων
დაბ. თარიღი ძვ. წ. 280[1]
დაბ. ადგილი სამოსი[2]
გარდ. თარიღი ძვ. წ. 220[1]
გარდ. ადგილი ალექსანდრია
საქმიანობა ასტრონომი და მათემატიკოსი
განთქმული მოსწავლეები Dositheus

კონონ სამოსელი[3] (ძვ. ბერძნ. Κόνων ο Σάμιος; დ. ძვ. წ. 280, სამოსი — გ. ძვ. წ. 220, ალექსანდრია) — ძველი ბერძენი ასტრონომი და მათემატიკოსი.

კონონი დაიბადა სამოსის კუნძულზე და სავარაუდოდ, ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში გარდაიცვალა, სადაც მმართველ პტოლემე III ევერგეტეს კარის ასტრონომად მსახურობდა.

ვირგილიუსის რომაელი კომენტატორის, პრობუსის თანახმად, კონონმა შვიდ წიგნად დაწერა ასტრონომიული ნაშრომი. კონონმა ასევე შეადგინა ასტრონომიული კალენდარი, რომელიც შეიცავდა უძრავი ვარსკვლავების ამოსვლისა და ჩასვლის დროებს, ასევე ამინდის პროგნოზებს.

კონონის ხსენება სხვა უძველესი მეცნიერების ნაშრომებშიც შემორჩენილია. ცნობილია, რომ კონონი არქიმედეს მეგობარი იყო და მასთან ცოცხალ მიმოწერას ინარჩუნებდა. ალექსანდრიელი პაპოსი ამტკიცებს, რომ კონონმა აღმოაჩინა არქიმედეს სპირალი, რომელიც მოგვიანებით არქიმედემ გამოიკვლია. აპოლონიოს პერგელი იუწყება, რომ კონონმა გამოიკვლია კონუსური კვეთები და მისმა დასკვნებმა საფუძველი ჩაუყარა აპოლონიოსის ამ თემაზე ნაშრომის IV ნაწილს. აპოლონიოსი კონონის ნაშრომში რამდენიმე შეცდომას ახსენებს, მაგრამ შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რას გულისხმობს ის, რადგან კონონის ნაშრომები არ შემორჩენილა. სენეკა იუწყება, რომ კონონი მზის დაბნელებების კეთილსინდისიერი დამკვირვებელი და ჩამწერი იყო.

მის პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს კონონი.

  1. 1 2 Identifiants et RéférentielsABES, 2011.
  2. MacTutor History of Mathematics archive — 1995.
  3. გიგინეიშვილი კ., „ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“, თბილისი, 1985.  გვ. 58.