კონიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კონიო
Conium maculatum - Köhler–s Medizinal-Pflanzen-191.jpg
დაწინწკლული კონიო (Conium maculatum)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ქოლგოსანნი
გვარი:  კონიო
ლათინური სახელი
Conium
Conium maculatum

კონიო (ლათ. Conium) — მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. ორწლოვანი ბალახებია. ცნობილია 4 სახეობა, რომელიც ველურად იზრდება ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში გვხვდება 1 — დაწინწკლული კონიო (ლათ. Conium maculatum). მაღალი (60-180 სმ) ბალახია, ღეროს ქვედა ნაწილი მოჭითალო-მურა ლაქებით აქვს დაფარული. იზრდება დასარეველიანებულ ადგილებში. ტყის პირებზე, მდინარეთა ნაპირებზე და სხვაგან. შხამიანია (შეიცავ ალკალოიდ კონიინს).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]