კონიის ტრამვაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კიოლნიდან ჩამოტანილი ტრამვაი Duewag GT8, კონიაში ბორტის ნომრით 107

კონიის ტრამვაი — ტრამვაის ქსელი, რომელიც კონიაში ექსპლუატაციაშია 1992 წლიდან. ლიანდაგის სიგანეა 1435 მმ, ძაბვა 750 ვ, ერთადერთი ორლიანდაგიანი ხაზის სიგრძე შეადგენს 18 მეტრს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრამვაი Škoda 28T კონიაში

ტრამვაის სისტემის მშენებლობაზე კონტრაქტი, რომელიც ნაწილობრივ გერმანული მხარის მხრიდან ფინანსდებოდა ფირმა Siemens AG-სთან გაფორმდა 1986 წელს და მშენებლობა დაიწყო 1987 წელს. 1988 წელს გერმანიის ქალაქ კიოლნისგან შესყიდულ იქნა პირველი მეორადი ვაგონები, რომლებიც ჩამოიტანეს 1989 წელს. ქალაქის ახალი მერის არჩევის შემდეგ ტრამვაის მშენებლობის სამუშაოები შეჩერდა, რადგან ახალი მერი მოითხოვდა ტრამვაის განცალკევებული ზოლის მქონე ხაზის აშენებას. სამშენებლო სამუშაოები განახლდა 1991 წლის ზაფხულში, 1992 წლის 23 აპრილიდან დაიწყო სატესტო სვლები. ხაზი მგზავრებისთვის გაიხსნა 1992 წლის 28 სექტემბერს და მისი სიგრძე შეადგენდა 10,4 კმ-ს (Alââddin-დან Cumhuriyet-მდე). 1996 წლის 19 აპრილს ხაზი დაგრძელდა 7,6 კმ-ით Cumhuriyet-დან Üniversitesi-მდე.

მთლიანად 1989-2004 წლებში კონიამ კიოლნისგან იყიდა 61 სამსექციური ტრამვაის ვაგონი, რომლებიც გამოშვებული იყო 1963-1965 წლებში. 2013 წელს Škoda Transportation-მა გაიმარჯვა ტენდერში 60 დაბალიატაკიანი ვაგონის მიწოდებაზე, რომლის მთლიანი ღირებულება 2,6 მილიარდ ჩეხურ კრონას შეადგენდა. Škoda Transportation-მა კონიისთვის 2013-2014 წწ დაამზადა Škoda 28T მოდელის ვაგონები, რომლებიც გამომდინარეობს მიშკოლცისთვის დამზადებული Škoda 26T-ს კონცეფციიდან.

თურქეთის ტრამვაის სისტემების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • B.A. Schenk, M.R. Van den Toorn, Trams 2000. Uitgeverij Alk bv (ჰოლანდია). ISBN 90-6013-596-2
  • B.A. Schenk, M.R. Van den Toorn, Trams 2006. Uitgeverij Alk bv (ჰოლანდია). ISBN 90-6013-456-7

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: