კონიგინის ღვთისმშობლის შობის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონიგინის ღვთისმშობლის შობის ეკლესია
კონიგინის ღვთისმშობლის შობის ეკლესია — რუსეთი
კონიგინის ღვთისმშობლის შობის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა კონიგინი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
საიტი hran2014ujl.pravorg.ru
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6110069000
თარიღდება 1878-1879

კონიგინის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (რუს. Церковь Рождества Богородицы) — მართლმადიდებლური ეკლესია უსტ-დონეცკის რაიონის ხუტორ კონიგინში, როსტოვის ოლქი[1], რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონის ეპარქიას. შენობა არის უსტ-დონეცკის რაიონის ყველაზე ძველი ეკლესია, რომელიც შემონახულია დღევანდელ დღემდე[2].

მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, უსტ-დონეცკის რაიონი, ხუტორი კონიგინი, ეკლესიის შესახვევი 24.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხუტორი კონიგინი დაარსდა 1788 წელს და დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ საკუთარი ეკლესია, რის გამოც ადგილობრივი მრევლი დადიოდა 6 კილომეტრით დაშორებულ სტანიცა რაზდორსკაიაში, რათა ელოცათ დონის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში. მას შემდეგ რაც დონის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია მრევლისათვის უკვე საკმარისი აღარ იყო ხუტორის მოსახლეობამ თხოვნით მიმართა დონის მთავარეპისკოპოსს, რათა ნება დაერთო აეშენებინათ ახალი ეკლესია. თხოვნაზე დადებითი პასუხი მიიღეს. დაიწყო სახსრების შეგროვება მშენებლობისათვის., მაგრამ 1877 წელს დაიწყო რუსეთ-თურქეთის ომი და კონიგინელების გეგმებს ხელი შეუშალა. მოსახლეობის უმეტესი რაოდენობა ბრძოლის ველზე წავიდა. მეორე წელს კაზაკები დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში და დაიწყეს ერთსაკურთხევლიანი ეკლესიის მშენებლობა ღვთისმშობლის შობის სახელზე. 1879 წელს ეკლესია ააშენეს და აკურთხეს. 1883 წლისთვის ეკლესიის მრევლში შედიოდა ორი ხუტორის, კონიგინისა და ოლხოვსკის მოსახლეობა[2]. 1889 წელს ეკლესია შემოღობეს ხის მესრით, ხოლო 1914 წელს რკინის მესერი შემოავლეს.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეკლესიაში მძიმე ვითარება შეიქმნა. 1920-1930-იან წლებში ჩამოხსნეს სამრეკლოს ზარები, გადაწყვიტეს ეკლესიის გადაქცევა საწყობად. 1962 წელს, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ რაზდორსაკაიაში ტაძარი დაანგრია და შემდეგ მიადგნენ კონიგინის ეკლესიას, მოსახლეობამ დაიცვა თავისი სალოცავი. ეკლესია არ დახურულა თვით ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდშიც კი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო ეკლესიის ახალი ისტორია. 2003 წელს შეცვალეს მისი ძველი გუმბათი, რომელიც მოაქოროვეს კიდეც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]