კონდაკოვის ზეგანი
იერსახე
| კონდაკოვის ზეგანი | |
|---|---|
| რუს. Кондаковское плоскогорье | |
| კოორდინატები: 70° ჩ. გ. 149° ა. გ. / 70° ჩ. გ. 149° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | სახა (იაკუტია) |
| სიმაღლე | 480–490 მ |
| სიგრძე | 200 კმ |
| სიგანე | 150 კმ |
| ამგებელი ქანები | ქვიშაქვები, ალევროლითები, ფიქლები |
| ასაკი | იურული პერიოდი |
კონდაკოვის ზეგანი (რუს. Кондаковское плоскогорье) — ზეგანი რუსეთში, იაკუტიაში (სახაში), მდინარე ინდიგირკის ქვემო წელის მარჯვენა ნაპირზე. სამხრეთიდან შემოსაზღვრულია ულახან-სისის ქედით. სიგრძე დაახლ. 200 კმ, სიგანე 150 კმ. სიმაღლე 480–490 მ-მდე. აქებულია ზედა იურული პერიოდის ქვიშაქვებით, ალევროლითებითა და ფიქლებით. ზედაპირი ძლიერაა დანაწევრებული მდინარეთა ხეობებით და დაფარულია მთა-ტუნდრის მცენარეულობით; სამხრეთ ნაწილის ხეობებში ლარიქსის ტყეტუნდრაა.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Кондаковское плоскогорье // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 13 — М., 1973.