Kongō Gumi

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კონგო გუმი)
კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი XX ს.-ის დასაწყისში.

კონგო გუმი (Kongō Gumi Co., Ltd; 株式会社金剛組; Kabushiki Gaisha Kongō Gumi) — მსოფლიოში უძველესი უწყვეტად მოქმედი საწარმო, რომელიც 1400 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა.

სათავო ოფისით ოსაკაში, საოჯახო სამშენებლო კომპანია საწყისს 578 წელს იღებს, როდესაც პრინცმა შოტოკუმ კონგოს ოჯახის წევრები ბაეკიედან, კორეა, ჩამოიყვანა ბუდისტური შიტენოძის ტაძრის ასაგებად, რომელმაც დღემდე მოაღწია. საუკუნეების განმავლობაში კონგო გუმის მონაწილეობა მიღებული აქვს მრავალი განთქმული ნაგებობის მშენებლობაში, მათ შორისაა მე-16 საუკუნის ოსაკას ციხესიმაგრე, ჰორიუ-ძი ნარაში და შიტენო-ძი.

3 მეტრის სიგრძის მე-17 საუკუნის ხელნაწერში აღნუსხულია კომპანიის დაფუძნებიდან 40 თაობა. ისევე, როგორც მრავალ გამოჩენილ იაპონურ ოჯახში, ოჯახის კლანს უერთდებოდნენ სიძეებიც და კონგოს გვარს იღებდნენ. შედეგად, წლების განმავლობაში გვარი გრძელდებოდა ვაჟიშვილის ან ქალიშვილის ხაზით.

2006 წლის იანვარს კომპანია ბანკროტი გახდა და დაიხურა. მისი ქონება შეიძინა კორპორაცია ტაკამაცუმ. ლიკვიდაციამდე კომპანიას 100-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავდა და წლიური შემოსავალი $70 მილიონს აჭარბებდა (2005 წლის მონაცემებით). ბოლო დრომდე კომპანიის სპეციალიზაცია ბუდისტური ტაძრები იყო. კომპანიის ბოლო პრეზიდენტი იყო მასაკაძუ კონგო, მე-40 კონგო, რომელიც ფირმას ხელმძღვანელობდა. 2006 წლის დეკემბრამდე კონგო გუმი აგრძელებდა ვაჭრობას, როგორც ტაკამაცუს მფლობელობაში მყოფი შვილობილი კომპანია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Kongō_Gumi&oldid=3392860“-დან