კონგოს საპროტესტო აქციები (2016)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონგოს საპროტესტო აქციები — საპროტესტო აქციები კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მიმდინარეობდა 2016 წლის 14-დან 23 დეკემბრამდე.

2016 წლის 20 დეკემბერს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჟოზეფ კაბილამ განაცხადა, რომ არ აპირებდა დაეტოვებინა თანამდებობა, მას შემდეგ რაც დასრულდებოდა მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილება. მოგვიანებით საპროტესტო აქციები დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით. მსგავსი საპროტეტო აქციების პრეცენდენტი არ ახსოვს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დაარსების პერიოდიდან, 1960 წლიდან. ხელისუფლება მომიტინგეებს სხვადასხვა მეთოდებით ებრძოდა, დაუბლოკა სოციალური მედია, გამოიყენა ასევე უსფრთხოების ძალები, რომლის შედეგად დაიღუპა ათობით ადამიანი. საზღვარგარეთის ქვეყნებმა დაგმეს საპროტესტო აქციის მონაწილეებზე თავდასხმა[1].

23 დეკემბერს ოპოზიციამ და ჟოზეფ კაბილას რეჟიმმა მიაღწიეს შეთანხმებას. შეთანხმების თანახმად ჟოზეფ კაბილა არ შეცვლის კონსტიტუციას და თანამდებობას დატოვებს 2017 წლის დასასრულამდე. შეთანხმების შესრულებას თვალყურს მიადევნებს ეტიენ ტშისეკედი, ხოლო პრემიერ-მინისტრი დაინიშნება ოპოზიციის მხრიდან.

წინარე მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბურკინა-ფასოს აჯანყების შემდეგ 2015 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშიც დაიწყო საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეებიც მოითხოვდნენ არ შეეცვალა პრეზიდენტს კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც მას შეეძლო კიდევ ერთი ვადით დარჩენილიყო თანამდებობაზე. 2016 წელს აღნიშნულმა და სხვა პროტესტმა მიიღეს სასტიკი ხასიათი და დამკვირვებლები მას განიხილავდნენ უფრო ფართო კონტექსტში აფრიკულ სახელმწიფოებში ავტორიტარული მმართველების წინააღმდეგ მინდინარე პროტესტების ფონზე (მაგალითად, ბურუნდიში, უგანდაში, ეთიოპიაში, გაბონში, კონგოს რესპუბლიკაში, ზიმბაბვეში და კამერუნში).

მოვლენების მსვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის 14 დეკემბერს ქალაქ გომაში დააპატიმრეს 42 ადამიანი (Human Rights Watch-ის მონაცემებით)[2]. ამავე დროს კაბოლას რეჟიმის საწიინააღმდეგო გამოსვლები გაიმართა კინშასის უნივერსიტეტში[2].

20 დეკემბერს უსაფრთხოების ძალებმა კინშასაში მოკლეს 19 მოქალაქე, ბომაში — 6, მატადიში — 4 და 5 მოქალაქე ლუბუმბაშიში[3].

პროტესტანტებზე კინშასაში იერიში მიიტანეს უსაფრთხოების ძალებმ. მათ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი[4]. გაეროს მონაცემებით, 17-დან 19 დეკემბრამდე 113 ადამიანი დააპატიმრეს[5].

21 დეკემბერს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში ლუბუმბაშიში, ადგილობრივი არასამტავრობო ორგანიზაციის მონაცემებით დაიღუპა 10 და დაიჭრა 47 ადამიანი[6]. საპროტესტო აქციებს ქვეყნის სხვა ქალაქებში ემსხვერპლა 26 ადამიანი[5]. ხელისუფლების ოფიციალური მონაცემების მიხედვით საპროტესტო აქციების განმავლობაში დაიღუპა 9[5] და პოლიციამ დააპატიმრა 275 ადამიანი[6].

კონგოს რომაულ-კათოლიკური ეკლესია ასრულებდა შუამავლის როლს ოპოზიციასა და მთავრობას შორის მოლაპარაკებების პერიოდში[6][7][8].

საერთაშორისო რეაქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბელგიის დროშა ბელგია: ბელგიის მთავრობამ განაცხადა, რომ გადახედავდა ურთიერთობებს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან.[9]
  • საფრანგეთის დროშა საფრანგეთი: საფრანგეთის მთავრობამ მოუწოდა ევროკავშირის გადახედოს თავის ურთიერთობას კონგოს დრ-სთან[9][10].
  • გერმანიის დროშა გერმანია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 დეკემბერს განაცხადა, რომ: „მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო მომავალ 2017 წელს. გერმანიის მთავრობა უფლებას იტოვებდა გადაედგა შესაბამისი ნაბიჯები“[11].
  • გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო: ბრიტანეთის აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის საქმეთა მინისტრმა ტობიას ელვუდმა განაცხადა: „მთავრობამ სასწრაფოდ უნდა დანიშნოს არჩევნები, რათ თავიდან ავიცილოთ მოვლენების შემდგომი ესკალაცია“[9].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Конго: влада і опозиція узгодили перехідний період для президента Кабіли“, Німецька хвиля, 23 грудня 2016. წაკითხვის თარიღი: 24 грудня 2016. 
  2. 2.0 2.1 Congo on a knife-edge as opposition leader calls for Kabila to step down“, The Guardian, 19 December 2016. წაკითხვის თარიღი: 22 December 2016. 
  3. Congo Violence (Map).
  4. Protests erupt in Kinshasa as Kabila's mandate expires (20 December 2016).
  5. 5.0 5.1 5.2 Congo A 'Powder Keg' As Security Forces Crack Down On Whistling Demonstrators. NPR (21 December 2016). წაკითხვის თარიღი: 23 December 2016.
  6. 6.0 6.1 6.2 Almost 300 arrested as anti-president protests subside in Congo, Reuters, Published: Wed 21 December, 2016 1:37pm EST
  7. '20 dead' in DRC protests after president's term expires“, The Guardian, 20 December 2016. წაკითხვის თარიღი: 22 December 2016. 
  8. Під час протестів у Демократичній Республіці Конго загинули 34 людини — правозахисники, DW
  9. 9.0 9.1 9.2 Pressure mounts on Kabila amid crackdown on DRC opposition“, The Guardian, 21 December 2016. წაკითხვის თარიღი: 23 December 2016. 
  10. RDC : Kabila passe en force, scènes d’émeute dans la capitale malgré les appels au calme“, Le Monde, 20 December 2016. წაკითხვის თარიღი: 23 December 2016. 
  11. Germany suspends aid talks with Congo after Kabila overstays English. Reuters (21 December 2016).