კომუნიკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კომუნიკე (ფრანგ. communiqué < ლათ. соmmunicatio — შეტყობინება, გადაცემა) — ოფიციალური შეტყობინება (უპირატესად საერთაშორისო ხასიათის) სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სხვადასხვა ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომამდგენლებისა მოლაპარაკებების შედეგების, საომარი მოქმედებების ან მსგავსის შესახებ. პირდაპირი ინფორმაციული ამოცანის გარდა, კომუნიკე შეიძლება უფრო არსებით შინაარსობრივ დატვირთვას ატარებდეს, როდესაც მასში გამოხატულია გამომქვეყნებელის პოზიცია პოლიტიკურ-უფლებრივ პრობლემებზე, მოცემულია მათი შეფასება, ქვეყნდება დაინტერესებული სუბიექტების მოვალეობები და მიზნები. რიგ შემთხვევებში კომუნიკე შეიძლება შეიცავდეს დოკუმენტურად გაფორმებულ მასალებს, სახელმწიფოთაშორისი კონტაქტების შედეგების შესახებ[1].

კომუნიკეს აქვს მხოლოდ პოლიტიკური დეკლარაციის ძალა და ის ვერ მიეკუთვნება საერთაშორისო სამართლის წყაროებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები კისრულობენ გარკვეულ მოვალეობებს და მაკაფიოდ მიუთითებენ მათ იურიდიულად სავალდებულოობაზე, ეს დოკუმენტი ხდება საერთაშორისო ხელშეკრულება[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]