შინაარსზე გადასვლა

კომპლექსური რუკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კომპლექსური რუკაკომპლექსური კარტოგრაფირების პროდუქტი. რუკა, რომელზეც გამოსახულია რამდენიმე სხვადასხვა, ერთმანეთთან დაკავშირებული ბუნებრივი ან საზოგადოებრივი მოვლენა.

კომპლექსური რუკის მაგალითია, ჰიდროენერგეტიკული რესურსები და ელექტროენერგეტიკა, მევენახეობა და მეღვინეობა, რეკრეაციული რესურსები და საკურორტო მეურნეობა, ჰიდროგეოლოგიური რუკა და ბალნეოლოგიური კურორტები, ბუნებრივი ლანდშაფტები და ეკოტურიზმი და სხვა. კომპლექსური რუკის შედგენა მიზანშეწონილია ანალიზური და სინთეზური რუკების შეთავსებით, რაც კარტოგრაფის მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს.

  • გ. ლიპარტელიანი, „გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი“, თბ., უნივერსალი, 2012.