კომპლემენტარობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
GC Watson Crick basepair ka.PNG
AT Watson Crick basepair ka.PNG
წყალბადური ბმები კომპლემენტარულ აზოტოვან ფუძეებს შორის.

კომპლემენტარობა არის ნუკლეინის მჟავაში შემავალ აზოტოვან ფუძეთა თვისება წარმოქმნან წყალბადური ბმები ორმაგი სპირალის მოპირდაპირე ჯაჭვის მხოლოდ ერთ გარკვეული ტიპის ფუძესთან. ასეთ კავშირებს გუანინი (G) წარმოქმნის მხოლოდ ციტოზინთან (C) (მაშასადამე გუანინი ციტოზინის კომპლემენტარულია), ადენინი (A) კი _ თიმინთან (T). გუანინსა და ციტოზინს შორის 3 წყალბადური ბმა წარმოიქმნება, ადენინსა და თიმინს შორის კი მხოლოდ ორი. ამიტომ GC კავშირი უფრო მყარია, ვიდრე AT კავშირი.