კომპიუტერული გრაფიკა

კომპიუტერული გრაფიკა (აბრ. CG) — გამოსახულებების შექმნა, შენახვა და დამუშავება (ვიზუალიზაცია) კომპიუტერების დახმარებით.
ობიექტების მოდელირებისა და ტექნიკური პროცესების ვიზუალიზაციის მიზნით, კომპიუტერული გრაფიკა გამოიყენება კინოში, ვიდეო თამაშებში, ციფრულ ხელოვნებასა და ოპერაციული სისტემების მომხმარებლის ინტერფეისებში. გრაფიკული კომპონენტების ეკრანზე გამოსატანად გამოიყენება ვიდეობარათები, ხოლო ობიექტებისა და ანიმაციების შესაქმნელად — სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა. კომპიუტერული გრაფიკის არამხატვრული ასპექტები კომპიუტერული მეცნიერების მნიშვნელოვანი სფეროა.[1] ტერმინი 1960 წელს შემოიღეს კომპიუტერული გრაფიკის მკვლევარებმა, ვერნ ჰადსონმა და უილიამ ფეტერმა.[2][3] ინგლისურ ენაში ხშირად გამოიყენება აბრევიატურა CG ან, კინოს კონტექსტში, CGI (კომპიუტერის მიერ გენერირებული გამოსახულება).
კომპიუტერული გრაფიკის კატეგორიაში ერთიანდება ისეთი კონცეფციები და ცნებები, როგორიცაა: მომხმარებლის ინტერფეისი, სპრაიტული და ვექტორული გრაფიკა, რენდერინგი, რეიტრეისინგი, ობიექტების გეომეტრიის დამუშავება, კომპიუტერული ანიმაცია, 3D-მოდელირება, შეიდერები, GPU-ს პროექტირება, ვიზუალიზაცია, სამეცნიერო გამოთვლები, გამოსახულების დამუშავება, გამომთვლელი გეომეტრია და კომპიუტერული ხედვა. გრაფიკული გამოსახულებებისა და ობიექტების პროექტირებისა და სინთეზის საერთო მეთოდოლოგია ეფუძნება გეომეტრიას, ოპტიკასა და ფიზიკას.
კომპიუტერული გრაფიკის განვითარებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მრავალი ტიპის მედიაზე, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ანიმაციაში, ფილმებში, რეკლამასა და ზოგადად ვიდეო თამაშებში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კომპიუტერული გრაფიკა“ ვიკისაწყობში.- კომპიუტერული გრაფიკისა და ანიმაციის ისტორია (დაარქივებული)
- კომპიუტერული გრაფიკის კვლევა
- ტომას დრეჰერი: კომპიუტერული ხელოვნების ისტორია
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ACM Computing Classification System ToC en (September 21, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 28, 2020. ციტირების თარიღი: 2020-04-28
- ↑ Carlson, Wayne. A Critical History of Computer Graphics and Animation (2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 5, 2007.
- ↑ Peddie, Jon (2013). The History of Visual Magic in Computers: How Beautiful Images are Made in CAD, 3D, VR and AR. Springer, გვ. 101. ISBN 978-1447149316.