კომო (ქალაქი)
| დასახლებული პუნქტი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
კომო იტალ. Como | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| კოორდინატები | 45°48′36″ ჩ. გ. 9°05′10″ ა. გ. / 45.810250° ჩ. გ. 9.086139° ა. გ. | ||||
| მმართველი | Alessandro Rapinese | ||||
| ფართობი | 37.12 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 201±1 მეტრი | ||||
| ოფიციალური ენა | იტალიური ენა | ||||
| მოსახლეობა | 83 184 (1 იანვარი, 2023)[1] | ||||
| სატელეფონო კოდი | 031 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 22100 | ||||
| საავტომობილო კოდი | CO | ||||
| ოფიციალური საიტი | http://www.comune.como.it | ||||
კომო (იტალ. Como) — ქალაქი და კომუნა (მუნიციპალიტეტი) ლომბარდიაში, იტალია. კომოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
კომოს ტბის სამხრეთ-დასავლეთ შტოზე არსებულმა ხელსაყრელმა მდებარეობამ და ალპებთან სიახლოვემ კომო ტურისტებისთვის პოპულარულ მიმართულებად აქცია. ქალაქი ამაყობს ხელოვნების მდიდარი კოლექციით, რელიგიური ძეგლებით, მწვანე ბაღებით, მუზეუმებით, თეატრებით, საზოგადოებრივი პარკებითა და მდიდრული სასახლეებით, მათ შორის: გამორჩეული დუომოთი, რომელიც კომოს ეპარქიის რეზიდენციაა; სანტ-აბონდიოს ბაზილიკით; ვილა ოლმოთი; საზოგადოებრივი ბაღებით, სადაც ტემპიო ვოლტიანო მდებარეობს; „ტეატრო სოჩალეთი“; ქალაქის შუა საუკუნეების რატუშით და XX საუკუნის „კაზა-დელ-ფაშიოთი“, რომელიც მოდერნისტული არქიტექტურის თვალსაჩინო ძეგლია.[2]
კომო მრავალი გამოჩენილი ისტორიული მოღვაწის დაბადების ადგილია, მათ შორის: რომაელი პოეტის, ცეცილიუსის (რომელსაც ძვ. წ. I საუკუნეში კატულუსი იხსენიებს);[3][4] აქ დაიბადნენ ცნობილი მწერლები პლინიუს უფროსი და პლინიუს უმცროსი; ექიმი და ისტორიკოსი პაოლო ჯოვიო, რომის პაპი ინოკენტი XI, ალესანდრო ვოლტას — ელექტრო ელემენტის გამომგონებელი;[5] კოზიმა ვაგნერი — ფერენც ლისტის ქალიშვილი და რიხარდ ვაგნერის მეუღლე და ანტონიო სანტ-ელია — ფუტურისტი არქიტექტორი და თანამედროვე არქიტექტურული მიმდინარეობის პიონერი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Official website (in Italian and English)
- Official Tourism Portal დაარქივებული 2023-01-15 საიტზე Wayback Machine.
- Historical picture gallery and slideshow
- Official Tourist Board website (in Italian and English)
- Lake Como Navigation Company
- Official Virtual Tour at arounder.com
- Documentary about the Lake by Yann Arthus-Bertrand
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://demo.istat.it/?l=it
- ↑ Como, Italy. The best things to do in Como city (8 May 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 October 2023. ციტირების თარიღი: 12 October 2023
- ↑ John Hazel (2001). Who's who in the Roman World. Psychology Press, გვ. 42. ISBN 978-0-415-22410-9.
- ↑ Catullus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 July 2011. ციტირების თარიღი: 17 January 2010
- ↑ Alessandro Volta. corrosion-doctors.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 January 2021. ციტირების თარიღი: 2011-06-21