კომოს ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კომო
Lago di Como
კოორდინატები: 46°00′ ჩ. გ. 9°16′ ა. გ. / 46.000° ჩ. გ. 9.267° ა. გ. / 46.000; 9.267
მდებარეობა იტალიის დროშა იტალია
სიგრძე 46 კმ
სიგანე 4,5 კმ
ფართობი 146 კმ²
საშუალო სიღრმე 154 
მაქსიმალური სიღრმე 410 
აუზის ფართობი 4 509 კმ²
ჩამდინარე მდინარეები ადა, მერა
გამომდინარე მდინარე ადა
კომოს ტბა — იტალია
კომოს ტბა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

კომო (იტალ. Lago di Como; ლათ. Larius Lacus) — მყინვარული წარმოშობის ტბა იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში. მისი ფართობი 146 კმ²-ია და წარმოადგენს იტალიის სიდიდით მესამე ტბას გარდასა და ლაგო-მაჯორეს შემდეგ. 400 მ სიღრმით, ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ტბაა და მისი ფსკერი ზღვის დონიდან თითქმის 200 მეტრით დაბლა მდებარეობს.

კომოს ტბა ჯერ კიდევ რომაული ხანიდან პოპულარული თავშესაფარი იყო არისტოკრატთა და დიდებულთა ოჯახებისთვის, დღეისათვის კი ის ძალზედ პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. მის ნაპირებთან განლაგებულია მრავალი ვილა და სასახლე, ბევრი ცნობილი ადამიანი აქ ფლობდა ან ფლობს საკუთარ სახლს, მათ შორის არიან მეთიუ ბელამი, მადონა, ჯორჯ კლუნი,[1] ჯანი ვერსაჩე, რონალდინიო, სილვესტერ სტალონე, რიჩარდ ბრენსონი და ბენ სპიზი. ფართოდ გავრცელებული შეხედულების თანახმად, კომო იტალიის ერთ-ერთ ულამაზეს ტბად მიიჩნევა.[2]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტბის მოყვანილობა "Y"-ის ფორმას იღებს. ჩრდილოეთი ნაწილი სრულდება ქალაქ კოლიკოსთან, ქალაქები — კომო და ლეკო კი მის სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოებების ბოლოებთან მდებარეობენ. ტბის სამი განშტოების გადაკვეთის წერტილში გაშენებულია პატარა ქალაქები — ბელაჯო, მენაჯო და ვარენა.

ტბა ძირითადად მდინარე ადას წყლით იკვებება, რომელიც ტბაში ქალაქ კოლიკოსთან შედის და უკან ქალაქ ლეკოსთან გამოდის. ასეთი გეოლოგიური ფორმის გამო, სამხრეთ-დასავლეთი განშტოება მკვდარია, შესაბამისად, ქალაქი კომო ხშირად იტბორება, რასაც ვერ ვიტყვით ლეკოზე.

კლიმატი ტბის მიდამოებში როგორც წესი რბილია და ის ხმელთაშუაზღვიურის მსგავსია, სადაც ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარეები მთელი წლის განმავლობაში იზრდება. ტბის წყალობით, ზამთარში, მიმდებარე ტერიტორიებზე მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება. საშუალი დღიური ტემპერატურა დეკემბერში 13 °C (55 °F)-ია, ივლისში კი 30 °C (86 °F), ამავე თვეში წყლის ტემპერატურა 24 °C (75 °F)-ს აღწევს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lifeinitaly.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-06. ციტირების თარიღი: 2011-11-10.
  2. Highonadventure.com

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ტბის ცენტრალური ნაწილის ხედი ვილა-კარლოტადან
ხედი ქალაქი კომოდან
ლეკოს განშტოების ხედი ქალაქ ლეკოდან
სანაპირო ხაზის ხედი ტბის შიდა ნაწილიდან